"სერბეთთან მატჩისთვის ორი სქემა დავამუშავეთ, სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ!"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 23 მარტს, სერბეთთან თამაშამდე ერთი დღით ადრე სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის 24 მარტს, "დინამო არენაზე", 21 საათზე დაიწყება.

"მოგესალმებით. მიუხედავად იმისა, რომ უელსსა და ირლანდიაში კარგად ვითამაშეთ, ვერ მოვიგეთ. ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი გველის და გვინდა, ჯგუფში პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ.

ფეხბურთელები კარგ განწყობაზე არიან. ვარჯიშზე ორი სქემა დავამუშავეთ და მოგვიანებით გადავწყვეტ, თუ რომელს შევარჩევ ხვალისთვის.

თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი და ლევან მჭედლიძე
გვაკლია, მაგრამ ხვალ მოსაგებად ვითამაშებთ. დანაკლისის ფონზე ცვლილებები აუცილებელი იყო, ამიტომ გამოვიძახე ლადო დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე. გამოვიძახე ახალგაზრდა ჯიმი ტაბიძე, გიორგი რეხვიაშვილი, რომლებმაც იანვარში შეკრებაზე თავი კარგად წარმოაჩინეს...

თავისთავად, გეგმა "ბ" შემუშავებული გვაქვს. გუნდში არის გიორგი არაბიძეც, რომელიც ნიჭიერი ფეხბურთელია. 100%-ით გეუბნებით, რომ ის სერბეთთან თუ არა, ლატვიასთან ითამაშებს.

გვინდა, ხვალ გააზრებული ფეხბურთი ვითამაშოთ და გულშემატკივარს სიამოვნება მივანიჭოთ. მოედანზე ის 11 ფეხბურთელი გამოვა, რომელიც მოსაგებად თამაშისთვის მზად იქნება", - თქვა ვაისმა.

- ვლადიმირ ვაისი გიორგი მერებაშვილზე: ექსპერიმენტების დრო არ მაქვს
მკითხველის კომენტარები / 33 /
ოქრიაშვილს კაი ტრავმა აქვს მაგრამ ჭანტურია სადღაა? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს პირადულს გადაყოლებული ნაკრები.
GIORGI MGL
17:33 23-03-2017
0
ჭანტურას ტრამვა აქ კაი 3 თვე ვერ ითამაშებს კიდევ
ედისონი
17:56 23-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული