ვლადიმირ ვაისი გიორგი მერებაშვილზე: ექსპერიმენტების დრო არ მაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 23 მარტს, სერბეთთან თამაშამდე 1 დღით ადრე სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა.

ვაისმა თემურ ფარცვანიასა და გიორგი მერებაშვილზეც ისაუბრა.

"თემურ ფარცვანიას ვაკვირდები და პასპორტს რომ აიღებს, მერე სიამოვნებით მოვიწვევ.

ასევე ვაკვირდები გიორგი მერებაშვილს, მაგრამ ამ ეტაპზე იმ ფეხბურთელთა გამოძახება გადავწყვიტე, რომლებსაც კარგად ვიცნობ. ნაკრებში ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ითამაშეს და ვისაც ვენდობი.

მერებაშვილი კარგი ფეხბურთელია, პროგრესირებს, მაგრამ არ მაქვს ექსპერიმენტების დრო", - თქვა ვაისმა.

- "სერბეთთან მატჩისთვის ორი სქემა დავამუშავეთ,
სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ!"

- 23 მარტს "დინამო არენის" სალაროები 22:00 საათამდე იმუშავებს
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ ბიჭს შრომას არ უფასებენ !!!
goti1
13:56 24-03-2017
0
არ უნდა ამ კაცს ეს მერებაშვილი და ჰა!თქვა კიდეც გასაგებად რომ არ აინტერესებს. სხვა საქმე დვალიშვილი რად უნდა, მაგრამ ფაქტია
მმმ
13:36 24-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული