საქართველოს და სერბეთის ნაკრებებმა პირველ ტაიმში თითოჯერ გაიტანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სერბეთის ნაკრებს მასპინძლობს. პირველი ტაიმი დასრულდა, ანგარიშია 1:1.

– "ქართული სპორტის ქომაგების" ლამაზი პერფორმანსი საქართველო-სერბეთის მატჩზე [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა გოლი უკვე მე-5 წუთზე გაიტანა. სერბი მცველის შეცდომით ნიკა კაჭარავამ ისარგებლა.

33-ე წუთზე მასპინძლებს უპირატესობის გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა კაჭარავას იდეალური პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა კარს მცირე მანძილით ააცილა.

სერბებმა გათანაბრება ტაიმის მიწურულს, საკმადო სადაო ვითარებაში დანიშნული 11-მეტრიანით შეძლეს. გოლი 45-ე წუთზე დუშან ტადიჩმა მიითვალა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: ლორია, ნავალოვსკი,
კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, გვილია, ანანიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Arabidze shesacvlelia
0
კობი შენი სირცხვილი, ესეტი მაგარი კაცი ცხადაძე ნაკრებიდან გააგდეტ ისევ ქარტველი ტუ იზავს ამას და ქარტველი გაცვლის ქარტველზე სხვას სირცხვილი თქვენი მონებო
ვასილ
23:03 24-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული