ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 24 მარტს, სერბეთთან (1:3) დასრულებული მატჩის შემდეგ "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

"სამწუხაროდ, ისევ იგივე მეორდება - ინდივიდუალურ და პოზიციურ შეცდომებს ვუშვებთ. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ კვლავ ვერ გამოვიყენეთ მომენტი.

მეორე ტაიმში სერბებმა საკუთარი კლასი აჩვენეს. სამჯერ დაარტყეს და სამი გოლი გაიტანეს. ჩვენ რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

პირველი ტაიმი კარგი იყო. მერე კაკაბაძემ პოზიციური შეცდომა დაუშვა, რასაც
პენალტი მოყვა. მან ვერ გაიმეორა ის თამაში, რაც აქამდე ჰქონდა ირლანდიასთან და უელსთან. დღეს ის ბევრად უარესი იყო.
ეს არ იყო მისი მატჩი. ექვსმა მოთამაშემ საკუთარი თამაში აჩვენა, ოთხმა - ვერ.

ვხედავ თუ არა თავს მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? არ ვიცი, ეს ფედერაციის გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ეს ქომაგების, ჟურნალისტების და ფედერაციის განსახილველი იქნება. თუ ისინი შედეგით უკმაყოფილოები იქნებიან, ეს მათი გადასაწყვეტია.

გარდატეხი მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს იყო. პირველი გოლის შემდეგ ზოგიერთი ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად გატყდა. მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა ბევრი შეცდომები დაუშვეს.

ეს ფეხბურთია და მათ ჩვენს მიერ ნაჩუქარი სამი გოლი გაიტანეს.

რაც შეეხება არაბიძეს, ის ნიჭიერია და ბევრი უნდა ისწავლოს. ვარჯიშზე კარგად გამოიყურებოდა და მინდოდა მისთვის შანსი მიმეცა.

არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც თანამდებობას კბილებით დაიცავს. თუ ხალხი უკმაყოფილო იქნება, წავალ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი შედეგზე პასუხისმგებელია და ამას ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ მოედანზე შეცდომებს ფეხბურთელები უშვებდნენ და მათ ნაცვლად მომენტებს მე ვერ გამოვიყენებ.

რაც აქ ვარ, ჩვენი საუკეთესო შემადგენლობით ჯერ არ გვითამაშია. დღესაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა.

ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები: მაკედონიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი მეტოქეები.

დღეს არსებული რესურსიდან გამომდინარე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. თუ ხვალ მეტყვიან, რომ შენ ხარ დამნაშავე, წავალ!", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 153 /
ნებისმიერი ქვეყნის ქალთა ნაკრები ჩამოიყვანეთ და ვათამაშოთ ამგენთან.ბურთს დაახევენ თავზე ისინიც მოუგებენ!
ლევანი
25 მარტი 2017 10:37
0
ნებისმიერი ქვეყნის ქალთა ნაკრები ჩამოიყვანეთ და ვათამაშოთ ამგენთან.ბურთს დაახევენ თავზე ისინიც მოუგებენ!
ლევანი
25 მარტი 2017 10:36
0
ასეთი დაცვითი ხაზით თამაში განსაკუთრებით ფლანგებს ვგულისხმობ როგორ უნდა მოიგო არ მესის? უბედურება ისაა რომ მეტი არ გვყავს! ვაისის წასვლა კი არა ჩამოყვანა იყო შეცდომა,რატომ ვყრით ამდენ ფულს და რად გვინდა ეს ჩამოყვანილი მწვრთნელები არ მესმის? საერთოდ რად გვინდა საქართველოში ჩამოყვანილი მწვრთნელი? მიეცით საშუალება ქართველ მწვრთნელებს რომ გაიზარდნონ იმუშაონ,იმაზე ვიფიქროთ როგორ შევქმნათ კარგი ფეხბურთელები! ეს ამპარტავნობა მოვიცილოთ დროულად სანამ კიდევ გვიანი არ არის!!!
dragonfly
25 მარტი 2017 10:33
0
ჩემი აზრით ის ოთხი ფეხბურთელი ვინც შესაძლებლონაზე ნაკლებად ითამაშა არიან კაკაბაძე ყველამ ვნახეთ რაც ითამაშა, ყაზაიშვილი დაეტყო სათამაშო პრაქღილის არ ოქნა, ნავალოვსკი სულ კვირკველია დ აკანკავა ასწორებდნენ მის შეცდომებს, და ჯანო ნევრად უკეთესი ნათამაშები გბახსოვს მოსო შესრულებით.
სხვა მხრივ კი სერბეთმა კლასით გვაჯობა
Irakli
25 მარტი 2017 10:10
0
ვაისს არ უნდა გავეყაროთ, რომ ვუისს არ შევეყაროთ!
25 მარტი 2017 09:57
0
ეს დაცინვაა ხალხის კობიაშვილი მეშოკივით დევს პარლამეტში' როგორ შეიძლება. ასეთი ფეხბურტის პატრონი პარლამეტში იყოს ეს დაცინვაა ხალხის

giorgi
25 მარტი 2017 09:52
0
Xo kakabadzem rom cariel adgilzea penalti aikida vaisis bralia sul. Sanam nakebshi momzadebul pexburtepebs ar moicveven araperi gamova
Ambrosi
25 მარტი 2017 09:49
0
ვაისი კიარაა დამნაშავე, ეგოისტი ყაზაიშვილია დამნაშავე, მოგებული იქნებოდა თამაში 99% .
paata123
25 მარტი 2017 09:03
0
Vaisi da kazaishvili ki ara, rodesac, gnebavs cxovrebashi da gnebavs fexburtshi, shen kmedebebshi arc martali ara xar da arc patiosani, ratom unda gikvirdes, rom igbali, im dges rodesac is kvelaze metad dagchirdeba, adgeba da mogakcevs...
psr
25 მარტი 2017 09:02
0
ქეცბაია მოგენატრებატ მალე პირსჰი მტქმელი კაცი სჰეჰამეს ჯურნალისტებმა ზევიდან დავალებიტ,ეხლა ამ .. რატო არ ტხოვტ გადადგომას?
bajo
25 მარტი 2017 08:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული