ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 24 მარტს, სერბეთთან (1:3) დასრულებული მატჩის შემდეგ "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

"სამწუხაროდ, ისევ იგივე მეორდება - ინდივიდუალურ და პოზიციურ შეცდომებს ვუშვებთ. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ კვლავ ვერ გამოვიყენეთ მომენტი.

მეორე ტაიმში სერბებმა საკუთარი კლასი აჩვენეს. სამჯერ დაარტყეს და სამი გოლი გაიტანეს. ჩვენ რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

პირველი ტაიმი კარგი იყო. მერე კაკაბაძემ პოზიციური შეცდომა დაუშვა, რასაც
პენალტი მოყვა. მან ვერ გაიმეორა ის თამაში, რაც აქამდე ჰქონდა ირლანდიასთან და უელსთან. დღეს ის ბევრად უარესი იყო.
ეს არ იყო მისი მატჩი. ექვსმა მოთამაშემ საკუთარი თამაში აჩვენა, ოთხმა - ვერ.

ვხედავ თუ არა თავს მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? არ ვიცი, ეს ფედერაციის გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ეს ქომაგების, ჟურნალისტების და ფედერაციის განსახილველი იქნება. თუ ისინი შედეგით უკმაყოფილოები იქნებიან, ეს მათი გადასაწყვეტია.

გარდატეხი მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს იყო. პირველი გოლის შემდეგ ზოგიერთი ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად გატყდა. მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა ბევრი შეცდომები დაუშვეს.

ეს ფეხბურთია და მათ ჩვენს მიერ ნაჩუქარი სამი გოლი გაიტანეს.

რაც შეეხება არაბიძეს, ის ნიჭიერია და ბევრი უნდა ისწავლოს. ვარჯიშზე კარგად გამოიყურებოდა და მინდოდა მისთვის შანსი მიმეცა.

არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც თანამდებობას კბილებით დაიცავს. თუ ხალხი უკმაყოფილო იქნება, წავალ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი შედეგზე პასუხისმგებელია და ამას ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ მოედანზე შეცდომებს ფეხბურთელები უშვებდნენ და მათ ნაცვლად მომენტებს მე ვერ გამოვიყენებ.

რაც აქ ვარ, ჩვენი საუკეთესო შემადგენლობით ჯერ არ გვითამაშია. დღესაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა.

ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები: მაკედონიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი მეტოქეები.

დღეს არსებული რესურსიდან გამომდინარე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. თუ ხვალ მეტყვიან, რომ შენ ხარ დამნაშავე, წავალ!", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 153 /
ბევრი ნაკრებში იმიტომ ჩამოდის რომ ვალი მოიხადოს
თამაზი
25 მარტი 2017 17:11
0
ბაზარი არაა რო კლასი არ გვაქვს მაღალი მარა ყაზაიშვილმა წააგო გუშინდელი თამაში, იმიტომაც არ აიყვანენ მაგას მაგარ გუნდში აგენტები - მენტალიტეტი არ აქვს დიდი ფეხბურთელის რაც არ უნდა ტექნიკა ქონდეს ...
ვაისი
25 მარტი 2017 16:55
0
პირადი ამბიციების გამო რა აწყობილი გუნდი დაგვიშალეს კობიაშვილმა და კალაძემ?! მათ რომ სინდისი ჰქონდეთ, პარლამენტსა და სამინისტროში კი არ უნდა იყვნენ გამოჯგიმულები,არამედ ბოდიშს უნდა უხდიდნენ გულშემატკივრებს,ხოლო ცხადაძეს სულ ფეხები უნდა დაუკოცნონ,რათა იქნებ ისევ დაბრუნდეს ნაკრებში.
წუა
25 მარტი 2017 16:44
0
ესეთი შემტევი და შედარებით კარგი თამაში ჩვენ ნაკრებს დიდი ხანია არ უთამაშია! ვინც ვაისზე იტყვის მისი ბრალიაო რამე ხართ ფეხბურთის უვიცები! ცარიელი კარების წინ ვერ იტანენ გოლს. გუნდში კლასი არის 0!! რა მოიგებას ითხოვთ? ჩვენები პირველი ტაიმის მერემერე მკვდრებივით დაძუნძულებენ. არცერთ ფეხბურთელი არ თამაშობს სადმე წამყვან ლიგაში. გუნდზე ზედმეტია ლაპარაკი... გვინდა რომ მოიგოს ჩვენმა ნაკრებმა მაგრამ ცოტა რეალობას გავუსწოროთ თვალი... გუნდს კლასი არააქვს. 2-3 ფეხბურთელი გვყვავს ვინც შედარებით ნორმალურად გამოიყურება და ისინიც ჭ კლასში თამაშობენ და ფულს დასდევენ.
ეს ყველაფერი არის მთავრობის ბრალი. ქვეყანაა უპატრონოდ და ნაკრებს ვინ მიხედავს. ყველა ფულის შოვნაზე ფიქრობს... ფედერაციამ ძალიან კარგად იცის ჩვენი ფეხბურთის პრობლემები მაგრამ ყველა ფულის საშოვნელად მოდის. გინდა მთავრობა აიღე და გინდა ფედერაცია... მოკლედ ნუ მოიშლით ნერვებს და აყვებით ემოციებს...
ME
25 მარტი 2017 16:40
0
სოფელშიც კი არ თამაშობენ ისე როგორც ეგ ყაზაიშვილი რა იყო მაგის საქციელი გავდა ნაკრებილ ფეხბურთელის საქციელს?ანანიძე ბოლო ხმაზე უყვიროდა პასიო და ამან რა ქნა ხალხო რა იყო ეს?
რეინჯერი
25 მარტი 2017 16:39
0
ჯანოს ადგილი ფლანგე არაა არააააააააა და რით ვერ შეიგნე შენ ეგ ამბავი?ყაზაიშვილი რომ კიდევ გამოიძახო გულშემატკივარი ტრიბულებს დაგამტვრევს თავზე
ucha
25 მარტი 2017 16:38
0
დამნაშავე ვაი და ვაი ისევ ქართველები ვართ,ფეხბურთი ფულის საკეთებელ მანქანაD რომ გადავაქციეთა და ვითომც არაფერი ,ილექება მილიონები ჩინოვნიკების ჯიბეში და წლებია ქართული ფეხბურთი მკვდარია..და კიდევ კაიხანი არაფერი ეშველება...
kaxa
25 მარტი 2017 16:20
0
გუშინდელი წაგება 90%ყაზაიშვილის ბრალია არის ფორმაში თუ არ არის 2კაცი მეკარესტან რო გადის პასი უნდა გააკეთო.ეგოისტურად მოიქცა მეორე რო გაგვეტანა გუშინ მოვიგებდით
Buxrika
25 მარტი 2017 16:19
0
ვაისი მართლა ვაისია
henry
25 მარტი 2017 16:08
0
ვაისი მართლა არაფერსვაშია კაცს ნერვოზი აკიდეს უკვე ამათმა ამნაირის მოსწრე ეს კაცი არ იქნება დარწმუნებული ვარ ყველაფერი ჩვენი ფეღბურთელების ბრალია ტიპებს ვარჯიში ეზარებათ სელფების და ფაცეზე ყოფნის მეტი არუნდათ არაფერი თვითონ აღიარებენ ყაზაიშვილი სულ სარკესთან დგასო ესე დედააფეთქებული ქალი ხარ თუ კაცი სულ სარკესთან ან ფაცეზე როგორ უნდა იყო მიჯაჭვული კი ჰიგიენა და კარგათ რო გამოიყურები ამას რააჯობია 2-საატიც ეყოფათ დღესი ესენი კიდე 2 საათი ვარჯიშობენ 22 საათი კიდე ტუჩებს პრუნწკავენ სარკესთან ტრიალებენ და სელფებს იღებენ და ასე გინდა თქვენ ფეხბურთის თამაში????და რაც მათავრია მაგარი გაუნათლებელი ფეხბურთელები არიან ერთი გვილია და კაშია აზროვნებენ ცოტა სტადიონზე დანარცენები მოდებაში არარიან პრინციპში ეს მათი ბრალიც არაა ბავშობასი უნდა ასწავლონ მინდრის ხედვა მოედანზე გადაადგილება ესენი უსაკურთხო მკდრებივით დაბორიალობენ ,,,,ყველაფერს რო ტავი დავანებოთ მუხლის კანკალით თამაშობენ გუშინ კაკაბაძემ რო დანიხა მატიჩი ტადიჩი კორალოვი გული წაუვიდა ნიშადურით დასზევდენ სტადიონზე არ შეიძლება ესე რა გამოდი დადე ყველაფერი რაც შეგიძლია და წაგებ მოიგებ ტაშს ქე მაინც დაგიკრავენ,,,ვერავინ ვერ დამაჯერებს ეხლა რო გუშინ ესენი 100 % დაიხარჯნენ,,, საქართველოს ნაკრების თამაშს უნდა უყურო ძილისი წინ კარგათ რო დაგეძინება კაცს არანაირი ტემპი არც რივოკი 3-4 ჯერ გთხოვენ შენი ქვეყნის გულისთვის ტავდადებას 100% დახარჯვას გაქცევას და იმასაც არ აკეთებენ და იმხალხმა ერის მოღალატეები ხართ
qutaiseli
25 მარტი 2017 15:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული