ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 24 მარტს, სერბეთთან (1:3) დასრულებული მატჩის შემდეგ "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

"სამწუხაროდ, ისევ იგივე მეორდება - ინდივიდუალურ და პოზიციურ შეცდომებს ვუშვებთ. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ კვლავ ვერ გამოვიყენეთ მომენტი.

მეორე ტაიმში სერბებმა საკუთარი კლასი აჩვენეს. სამჯერ დაარტყეს და სამი გოლი გაიტანეს. ჩვენ რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

პირველი ტაიმი კარგი იყო. მერე კაკაბაძემ პოზიციური შეცდომა დაუშვა, რასაც
პენალტი მოყვა. მან ვერ გაიმეორა ის თამაში, რაც აქამდე ჰქონდა ირლანდიასთან და უელსთან. დღეს ის ბევრად უარესი იყო.
ეს არ იყო მისი მატჩი. ექვსმა მოთამაშემ საკუთარი თამაში აჩვენა, ოთხმა - ვერ.

ვხედავ თუ არა თავს მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? არ ვიცი, ეს ფედერაციის გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ეს ქომაგების, ჟურნალისტების და ფედერაციის განსახილველი იქნება. თუ ისინი შედეგით უკმაყოფილოები იქნებიან, ეს მათი გადასაწყვეტია.

გარდატეხი მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს იყო. პირველი გოლის შემდეგ ზოგიერთი ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად გატყდა. მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა ბევრი შეცდომები დაუშვეს.

ეს ფეხბურთია და მათ ჩვენს მიერ ნაჩუქარი სამი გოლი გაიტანეს.

რაც შეეხება არაბიძეს, ის ნიჭიერია და ბევრი უნდა ისწავლოს. ვარჯიშზე კარგად გამოიყურებოდა და მინდოდა მისთვის შანსი მიმეცა.

არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც თანამდებობას კბილებით დაიცავს. თუ ხალხი უკმაყოფილო იქნება, წავალ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი შედეგზე პასუხისმგებელია და ამას ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ მოედანზე შეცდომებს ფეხბურთელები უშვებდნენ და მათ ნაცვლად მომენტებს მე ვერ გამოვიყენებ.

რაც აქ ვარ, ჩვენი საუკეთესო შემადგენლობით ჯერ არ გვითამაშია. დღესაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა.

ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები: მაკედონიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი მეტოქეები.

დღეს არსებული რესურსიდან გამომდინარე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. თუ ხვალ მეტყვიან, რომ შენ ხარ დამნაშავე, წავალ!", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 153 /
კაცს 45 წუთი სირბილი რომ არ შეუძლია ის ფეხბურთელი არ არის და თან კიდე საერთოდ თამაშის აზრზე არ არიან საქართველოს და ქართველი ხალხის შემარცხვენელი ... ნაკრებია შექმნილი აფსოლიტურად მეკარედან დაწყებული სუყველა უნდა გაყარო და საერთოდ უნდა აუკძალო ფეხბურთის ხსენებაც. არის რაიონებში სოფლებში ახალგაზრდები რომლებიც კარგი ფეხბურთელები არიან მაგრამ დიდი კაცის შვილები და მდიდრები არ არიან და ამიტომ არავის არ უნდა ისინი. დიდი კაცის შვილებმა კიდე არ იციან თამაში და არც ვარჯიშობენ რაც თამაშის დროს ყველა ვხედავთ თუ როგორ უჭირთ სირბილი მოედანზე და საერთოდ გაგებაზე რომ არ არიან ფეხბურთს თამაშობენ თუ რას. ქეცბაია იმიტომ მოიშორეს რომ ძალით ავარჯიშებდა და .. განძრევას აიძულებდა ყველას.
mate
25 მარტი 2017 12:14
0
ნამდვილად, ვეთანხმები პაატას.

არანაირი გამართლება არააქვს ყაზაიშვილის ეგოისტობას.
უნდა მიეცა პასი 100%-ანი გოლი იქნებოდა , თანაც მეორე. და მერე ფსიქფაქტორი უკვე ჩვენს მხარეს იყო.

ვაისმა სწორი ტაქტიკა აირჩია.
მოთამაშეებმა წააგეს.
ასეა ეეს!
25 მარტი 2017 12:12
0
პირველი დიდი დარტყმა იყო როდესაც კანკავამ მიიღო ყვითელი, ისეთი გაბედული და თავგანწირული ვეღარ იყო ამის შემდეგ.ფაქტიურად ეს კაცი არის ხერხემალი და მისი ოდნავ შესუსტება დიდ გავლენას ახდენს ნაკრებზე. მეორე დარტყმა იყო კაკაბაძის შეცდომა. კიდეც რომ გაეტარებინა მოწინააღმდეგე და მხარზე რომარ მოექაჩა კაშია მაინც გადაეღობებოდა წინ და სავარაუდოდ გააჩერებდა, ამას მოჰყავა შემდეგ სხვა შეცდომები მაგალითად: კვირკველია აშკარად შეცდა მეორე გოლის დროს. შემდეგ უკვე კლასმა გადაწყვიტა ბრძოლის ბედი.
kika
25 მარტი 2017 12:09
0
გუშინ რამის ცრემლები წამომივიდა ისე ვინერვიულე არა იმიტომ რომ ვაგებდით ასე როგორ არ გვწყალობს იგმალი.მერ დავპიქრდი და ერთია დასკვანა პატიოსნება და პასუხისმგებლობა და ქვეყანაში გამეფებული უგირსტა ბუმია მიზეზი.რაც უბრუნდება ქარტველებს სიხარულიას არ ქონით
psr asiani xar.xoneli
25 მარტი 2017 12:03
0
არა მგონია, ყაზაიშვილზე მეტად განიცდიდეს ვინმე იმ მომენტს - გოლის გატანაც ძალიან უნდოდა, თან დარტყმის მომენტში გაიაზრა, რომ პასი სჯობდა და რაღაც შუალედური გამოუვიდა... ასეთ დროს ნამდვილი ქომაგი ფეხბურთელს გვერდში უდგას და ამხნევებს, რომ დროულად გამოვიდეს მდგომარეობიდან... თქვენ კი ყველაფერს აკეთებთ საიმისოდ, რომ ამ ბიჭს ბურთთან ყოველი შეხებისას ეგ წყეული მომენტი გაახსენდეს... არც მაგ გოლის გატანით და არც ამ კონკრეტული მატჩის მოგებით ქართულ ფეხბურთში არაფერი შეიცვლებოდა....
მსქროლავი ტროლი
25 მარტი 2017 12:01
0
ცხადაძე 5 მცველით ტყუილად კიარ თამაშობდა.იცოდა ჩვენი ფლანგების სისუსტე.10წელია ნორმალური ფლანგის მცველი არ გვყოლია.სერბებმაც იცოდნენ კაკაბაძე სუსტი რგოლი იყო და პირველი ტაიმში სულ მისი ფლანგიდან გვიტევდნენ.ბოლოს აკიდეს კიდეც პენალტი.მომეჩვენა რო ძალიან თავისუფლად მოგვიგეს.კლასში ძალაინ დიდი სხვაობა იყო.შეხედეთ სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები...
gocha
25 მარტი 2017 11:57
0
ფეხბურთელებისგან რომლებიც სჯერდებიან არასაფეხბურთო ქვეყნებში თამაშს თუნდაც სათადარიგო სკამის ხეხვის ხარჯზე უკეთესს რას ელით ხალხო?!მენტალობაა აქვთ მდბიო,მეშჩანური და არანაირი პატრიოტიზმი დაღირსება.ასეთივე მენტალობის ხალხია ფედერაციის ხელმძღვანელობაში.სწორედ მათი თაობის დროს მოხდა ფულის გაფეტიშება.ასე რომ ყარს ყველაფერი ქართულ ფეხბურთში და აყროლებულს მიწის მიყრის მეტი არაფერი არ უშველის.მკვდარია უკვე,
დიდი ხანია მკვდარიიიიი.
vaso
25 მარტი 2017 11:52
0
ბაჯო პსრ სრული სიმართლე! გადადგეს ვაისი. კიბატონო. ვინ უშველის? გვარდიოლა ყავდა სიტის,ვერ გამოვარდა ლიგიდან?! :D კარგით რა,ქართველებს ობიექტურობა არ გაგვაჩნია. ეს ფეხბურტელები რაღაცას ხლაფორთობენ ვერ გაიგებ,63 წუთის მერე საჯარიმოსთან 2 ჯერ მივიდა გუნდი რომელიც აგებს და გატანა უნდა. 1-2 იკნება თუ 1-4 რა მნიშვნელობა აქვს გარისკე და იქნებ გაგიმართლოს. არაბიძე არა იხვი კაი რა,რისთვის შემოვიდა? დრო რო მიეღო უბრალოდ? ებიჭო ყველას და ყველაფერს უსმენთ ამ ქვეყანაში და ერთი ფედერაციას როგორ არავინ სმენს მართლა ავალებენ ვაისს სასტავის დაყენებას?
luk
25 მარტი 2017 11:51
0
თამაშის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ კაკაბაძეს და ნავალოვსკის ფლანგებზე გაუჭირდათ შენდეგ ნავალოვსკიმ გამოასწორა კაკაბაძემ პირიქით მოუმატა შეცდომებს,(ყაზაიშვილზე საუბარი არ ღირს) რა ამას ვერ ხედავდა მწვრთნელები, რაიმე ხომ უნდა ეღონათ გამოსასწორებლად? ახლა არ დაიწყოთ რა იცი ფეხბურთისო.მართლაც ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ გულ-შემატკივარი ვარ!
დონ ტყემალაძე
25 მარტი 2017 11:40
0
ბიჭებო ახალგაზრდულის და 17 წლამდელების თამაში რომელზეა ხო არ იცით?
sandro
25 მარტი 2017 11:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული