საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მარტს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში V ტურის შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ამ წაგებით ვლადიმირ ვაისის გუნდმა მუნდიალზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

- ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!
- სლავოლიუბ მუსლინი: ცოტა მეცოდება ვლადიმირ ვაისი, ასეთ მარცხს არ იმსახურებდა
- "ქართული სპორტის ქომაგების" ლამაზი პერფორმანსი საქართველო-სერბეთის მატჩზე [VIDEO]
- საქართველო-სერბეთის მატჩზე "დინამო არენა" მობილურებით განათდა [VIDEO]

არადა, "დინამო არენაზე" ვაისის გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო - უკვე მე-5
წუთზე სერბი მცველის შეცდომით ნიკა კაჭარავამ ისარგებლა და მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს ანგარიშში უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, თუმცა კაჭარავას იდეალური პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა კარს მცირე მანძილით ააცილა.

სერბებმა გათანაბრება ტაიმის მიწურულს დანიშნული 11-მეტრიანით შეძლეს. გოლი 45-ე წუთზე დუშან ტადიჩმა მიითვალა.

მეორე ნახევარში სტუმრება დაწინაურებაც შეძლეს. 64-ე წუთზე ძლიერი დარტყმით ალეკსანდრ მიტროვიჩმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე უკვე მიატ გაჩინოვიჩმა დააფიქსირა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს კვლავ არცერთი მოგება აქვს D ჯგუფში და 2 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა.

- მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. V ტური: ირლანდია და უელსი დაზავდნენ [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, ნავალოვსკი, კაკაბაძე (70, არაბიძე), კაშია, კვირკველია, გვილია (90, ჯიღაური), ანანიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (83, ქვილითაია), კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 59 /
ცხადაძე რო დაეტოვებინათ მწრთნელად, ამ ჯგუფიდან 100% -ინა გასულები ვიქნებოდით. გემახსოვრებათ, გუნდმა მის ხელში აკადემიური თამაში დაიწყო და სულ უმატებდა. მაგრამ ჩვენთან ხომ საქმეზე არავინ ფიქრობს, რაღაც სხვა მიზნები აქვთ, ალბათ მერკანტილური. ამიტომაც დუმს საფეხბურთო ელიტა. ანალოგიური მდგომარეობა იყო ქეცბაიას დროსაც. კაცმა 3 ციკლი ჩააგდო, ყველა ხედავდა უპერისპექტივობას, მაინც ყველა დუმდა. საქმის კაცი როცა მოვიდა ცხადაძის სახით, ახალმა ფედერაციამ მაშინვე მოაშორა. გამოდის ერთი მაფია მეორემ შეცვალა. აი ასე კლავენ ფეხბურთს საქართველოში. ეხლა ფეხბურთელებს უნდათ გადააბრალონ წარუმატებლობა, არადა წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიც კი ინატრებდნენ ასეთი ბიჭების ყოლას.
რეზო
13:28 25-03-2017
0
არც მწვრთნელია აზრზე და არც ფეხბურთელები. Aრ სჭირდება საქაღთველოს ნაკრებს უცხოელი სპეციალისტი.ჩხადაძე უნდა დაეტოვებინათ. ქართველ ფეხბურთელს ქართული ფეხბურთი უნდა ათამაშო თუ არის დარჩენილი ასეთი რამ. მაგრამ არა მგონია. სამწუხაროა კიდევ ერთი ციკლი შემდეგის ციკლისთვის მზადებით და უაზრო თამაშით. თუ რამს თავი აქვთ დარჩენილი ტამაშები უნდა მოიგინ სულ. იმას მნიშვნელობა არ აქვს ოქრიაშვილი, წანტურია თუ ვინ არ არის. გუნდი არ არის და მომგებიანი სული.
niko
23:06 24-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული