საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მარტს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში V ტურის შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ამ წაგებით ვლადიმირ ვაისის გუნდმა მუნდიალზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

- ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!
- სლავოლიუბ მუსლინი: ცოტა მეცოდება ვლადიმირ ვაისი, ასეთ მარცხს არ იმსახურებდა
- "ქართული სპორტის ქომაგების" ლამაზი პერფორმანსი საქართველო-სერბეთის მატჩზე [VIDEO]
- საქართველო-სერბეთის მატჩზე "დინამო არენა" მობილურებით განათდა [VIDEO]

არადა, "დინამო არენაზე" ვაისის გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო - უკვე მე-5
წუთზე სერბი მცველის შეცდომით ნიკა კაჭარავამ ისარგებლა და მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს ანგარიშში უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, თუმცა კაჭარავას იდეალური პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა კარს მცირე მანძილით ააცილა.

სერბებმა გათანაბრება ტაიმის მიწურულს დანიშნული 11-მეტრიანით შეძლეს. გოლი 45-ე წუთზე დუშან ტადიჩმა მიითვალა.

მეორე ნახევარში სტუმრება დაწინაურებაც შეძლეს. 64-ე წუთზე ძლიერი დარტყმით ალეკსანდრ მიტროვიჩმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე უკვე მიატ გაჩინოვიჩმა დააფიქსირა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს კვლავ არცერთი მოგება აქვს D ჯგუფში და 2 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა.

- მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. V ტური: ირლანდია და უელსი დაზავდნენ [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, ნავალოვსკი, კაკაბაძე (70, არაბიძე), კაშია, კვირკველია, გვილია (90, ჯიღაური), ანანიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (83, ქვილითაია), კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 59 /
ეს არის იმის ბრალი რომ შესარცჰევის წინ მოხსნეს ცხადაძე. პოლოტიკა რომ ერევა ფეხბურში მაგის ბრალია
giorgi
25 მარტი 2017 11:35
0
Ras chxubobt ertmanetshi ar gvyavs fexburtelebi gaiget dasaxuria saertod federacia muktamchamelebi dadian iq da premiebs igeben mokles erovnuli fexburti
gia
25 მარტი 2017 11:33
0
გასატანს, რომ ვერ გაიტან, დაისჯები... სამწუხაროა, მაგრამ 100%-ანი მომენტების გამოუყენელნობის გამო მწარედ დავისაჯეთ...
tngh
25 მარტი 2017 11:32
0
ნურავინ მეტყვის,რომ ყაზაიშვილი პროფესიონალია(დღეს არაა, ხვალ შეიძლება გახდეს).სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ და ცალსახად ვიტყვი:ყაზაიშვილმა წააგო სერბეთთან, არადა შეეძლო ერთი პასით მოეგო ეს მატჩი!
თამაზ ხუბუა
25 მარტი 2017 11:30
0
რაკენი ვაკო ეს
w
25 მარტი 2017 11:18
0
წაგებით ვინ შეიძლება კმაყოფილი იყოს,მაგრამ ასე ხელაღებით ლანძღვა და ფურთხება შეიძლება?ამ თამაშში ბიჭების ბრძოლაც დავინახე და ჯიგარიც,2 ტაიმი პრესინგის თამაში,კომპიუტერთან კლავიშევის კაკუნი ხომ არ გგონიათ.იყო შეცდომები,(თან ბლომად),მაგრამ ცოტა იღბალი ჩვენს მხარეს რომ ყოფილიყო,უნდა მოგვეგო.პირადად მე ბიჭების მადლობელი ვარ,რამდენი ხანია არ გინახავთ ჩვენების ამდენი შეტევა,ამდენი საგოლე მომენტი?მწვრთნელის ხელიც აშკარად ეტყობა.მჯერა ყველაფერი გამოსწორებადია და ყველაფერი კარგად იქნება,და კიდევ აგებს გუნდი და არა ერთი ფეხბურთელი!წარმატებები და სპორტული იღბალი ბიჭებს!ღმერთი თქვენთან!
tazo
25 მარტი 2017 10:50
0
ვვაკომ წააგოო ტამასი,,სახლსი წაეხო ეგ ბურტი..სამარცხვინო სამარცხინო,,ხირსია რომ ახარ გამოიცახონ
qartveli
25 მარტი 2017 09:57
0
ვაკომ წააგო თამაში და ეს მან უნდა შეიგნოს და დასკვნები გააკეთოს...ასე არ შეიძლება რაა....
მერაბი
25 მარტი 2017 09:47
0
თამაშით ვერ თამაშობენ გასაგებია ფიზიკურადაც,რომ არ არიან მზად?
ავთანდილი
25 მარტი 2017 09:09
0
საკარტველოს ნაკრებს ფიზიკური მომზადება
ა რ აკვს სატანადო დონეზე; ერტ ტაიმს; ტამაშობენ მხოლოდ ; ასე იკო ; ასე არის და ასე იკნება მომავალშიც
g;d
25 მარტი 2017 09:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული