საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მარტს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში V ტურის შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ამ წაგებით ვლადიმირ ვაისის გუნდმა მუნდიალზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

- ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!
- სლავოლიუბ მუსლინი: ცოტა მეცოდება ვლადიმირ ვაისი, ასეთ მარცხს არ იმსახურებდა
- "ქართული სპორტის ქომაგების" ლამაზი პერფორმანსი საქართველო-სერბეთის მატჩზე [VIDEO]
- საქართველო-სერბეთის მატჩზე "დინამო არენა" მობილურებით განათდა [VIDEO]

არადა, "დინამო არენაზე" ვაისის გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო - უკვე მე-5
წუთზე სერბი მცველის შეცდომით ნიკა კაჭარავამ ისარგებლა და მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს ანგარიშში უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, თუმცა კაჭარავას იდეალური პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა კარს მცირე მანძილით ააცილა.

სერბებმა გათანაბრება ტაიმის მიწურულს დანიშნული 11-მეტრიანით შეძლეს. გოლი 45-ე წუთზე დუშან ტადიჩმა მიითვალა.

მეორე ნახევარში სტუმრება დაწინაურებაც შეძლეს. 64-ე წუთზე ძლიერი დარტყმით ალეკსანდრ მიტროვიჩმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე უკვე მიატ გაჩინოვიჩმა დააფიქსირა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს კვლავ არცერთი მოგება აქვს D ჯგუფში და 2 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა.

- მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. V ტური: ირლანდია და უელსი დაზავდნენ [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, ნავალოვსკი, კაკაბაძე (70, არაბიძე), კაშია, კვირკველია, გვილია (90, ჯიღაური), ანანიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (83, ქვილითაია), კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 59 /
ერტი ვერ გამიგია ამდენი ხალხი სტადიონზე ვაისის და ფედერაციას პიარს აყოლებული როგორ დადის.ვაისი ტავის პიარ სიტყვებისტვის უნდა გაუსჰვა გამოვაო ტეტრტმეტი მეომარი ყველაფერს დადებსო,დადო კაკამ,დადაო ყაზამ და ერტი ორის გარდა ყველამ.ბოიკოტი ლიტვის მატჰს,ცარიელი ტრიბუნებიი
bajo
25 მარტი 2017 08:24
0
რა მუნდიალი,შევეშვათ ოცნებას.იქ მხოლოდ ღირსეულები თამაშობენ.გადახედეთ სერბეთისა და საქართველოს ნაკრების შემადგენლობებს,ვინ რომელ გუნდში თამაშობს.წარმოდგენაც არ მინდა,რა მოხდეება ეს საქართველოს ნაკრები მუნდიალზე რომ ათამაშო.
dato
25 მარტი 2017 07:53
0
ნუ ვლადხავტ ბიჯებს ბიჯებმა ჯიგრულად ლამაზად იტამაშეს სპორტული იხბალი საქრთველოს ნაკრების მხარეს არ იკო პირველ ტ5აიმში რამდენიკვდარი ბურთინაიხო სერბეთის მეკარემ რამდენი აცდა ცუტატი სერბეტის კარებს მეორე თაიმსჰი ზედიზედ 5დარტკმა მოიგერია ტანაც სუკველ დლიერ დარტკმული სერბების მეკარემ და კაკაბადზე უნდა შეცვალა მეორე ტაიმის დასაცკიში კარებსი მაკარიდზე უნდა დაეკენებია ნავალოვსკის მაგივრად სხვა უნდა დაეკენებია მეორე ტაიმის დასაცკიში კაჯარავ უნდა სეცვალა ქვილიტაიატი ტამაში უკეტესი იკნებოდა მაინც საკურებელი იკო ქეცბაის ნაკრებს ჯობია ვაისას ნაკრები სპორტული იხბალი რომ კოფილიკო საქრტველოს მხარეს არ ცაგებდა
ramazi
25 მარტი 2017 05:55
0
უსუსტესი ჯგუფია , არავინ შემედაოს ! ჩვეზე საუბარიც კი სასაცილოა :(
ჯერ ვინ გვყავს და ბრმათა შორის ცალთვალა 3 ფეხბურთელი გვაკლდა . ვაისი ამ გროვასთან ( გუნდს ვერ დავარქმევ) ვერაფეს გააწყობს . თვითონაც არ ჩანს იმპროვიზატორი და ალღოიანი . უფრო სწორხაზოვანი , გათვლილი , დაზეპირებული სვლების მიმდევარი მგონია . Aმათ კიდევ , როგორ გინდა ამ ასაკში რაიმე დააზეპირებინო ? სერბები ისე იყვნენ არეული პირველ ტაიმში , როგორ შეიძლება ეგ არ გამოიყენო ან ფეხბურთელი თუ ვარგა, ან მწვრთნელი ? ყაზაიშვილი პასის არ მიცემის შემდეგ შესაცვლელი იყო . ისევ დვალიშვილი ჯობდა ( არ დამცინოთ , დაუკვირდით ) , მეტოქის მცველებს დაუგალავად უტევს , ტუმცა გოლის გატანა ვერ ისწავლა. ქვილითაია და კაჭარავა ერთად გაუგებარია - ორი მძიმე ფორვარდი , მეც რომ გავასწრებ ალბათ.
gerd miuleri
25 მარტი 2017 04:47
0
ყაზაიშვილმა და კაკაბაძემ წააგეს. 2-0 რომ გამხდარიყო,არ წავაგებდით.კაკაბაძემ პენალტის გარეშეც საშინლად ითამაშა.ვაისი კარგი მწვრთნელი ყოფილა.
zura
25 მარტი 2017 02:06
0
კვეკვესკირი ვერ გავიგე რას თამაშობდა, გვილიას მგონი უკვე ვარსკვლავური დაეწყო, კაკაბაძეზე ფეხბურთელია იმის თქმაც მიჭირს, ყაზაიშვილმა ერთი არგაკეთებული პასით დაგვანახა რასაც წარმოადგენს. რა გვინდა? რატომ ვითხოვთ შედეგს? არ შეუძლია ამ ხალხს მეტი! უბრალოდ უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანას არ აქვს აზრი! ტყუილა იხარჯება ფული.
andro
25 მარტი 2017 02:04
0
ნუღარ იტყვით მოედანზე მოდითო თავის გამოსაჩენი თამაში კიდე დაივიწყეთ
dato
25 მარტი 2017 02:02
0
ჩვენი ბრალია მასხარად რომ ვაგდებინებთ თავს, არცერთ თამაშზე ამ ციკლში მაყურებელი სტადიონზე არ უნდა მივიდეს ერთი კაციც არ უნდა მივიდეს, ბოიკოტი გარკვეული პერიოდი, ცოტა აზრზე რომ მოვიდნენ, ან რამე მოვიფიქროთ, მასხარად ნუ ავაგდებინებთ თავს, არც ისლანდიელები თამაშობენ ტოპ ლიგებში მაგრამ ჯიგარს დებენ თამაშის დროს. იმედია შევთანხმდებით მაინტერესებს თქვენი აზრი
Gio
25 მარტი 2017 01:51
0
დღეს აღმოვაჩინე, ყაზაიშვილი თურმე თვალდახუჭული თამაშობს.
ეხლა ყველაფერს ყაზაიშვილს ვერ დავაბრალებ . წაგებაზე პასუხისმგებლობის აღება ყველა ფეხბურთელზეა და მწვრთნელზე ორმაგად.
ბესო72
25 მარტი 2017 01:12
0
არ მგონია მსოფლიოში რომელიმე ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები ისე ეღადავებოდეს საკუთარ გულშემატკივარს,როგორც ჩვენი პატივცემული "კამანდა"...გაიტანენ გოლს,გაგვიჩენენ იმედს რომ ვიგებთ და უცებ ამოიტენებიან ხოლმე.მაგრად ტეხავს :((( დახვრეტა უნდა შემოვიღოთ წაგებაზე...იქნებ ამან მაინც მისცეს ამ საცოდავებს გამარჯვების თუ არა ფრეზე დამთავრების ოდნავი ჟინი :)))
andria
25 მარტი 2017 00:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული