საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მარტს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში V ტურის შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ამ წაგებით ვლადიმირ ვაისის გუნდმა მუნდიალზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

- ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!
- სლავოლიუბ მუსლინი: ცოტა მეცოდება ვლადიმირ ვაისი, ასეთ მარცხს არ იმსახურებდა
- "ქართული სპორტის ქომაგების" ლამაზი პერფორმანსი საქართველო-სერბეთის მატჩზე [VIDEO]
- საქართველო-სერბეთის მატჩზე "დინამო არენა" მობილურებით განათდა [VIDEO]

არადა, "დინამო არენაზე" ვაისის გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო - უკვე მე-5
წუთზე სერბი მცველის შეცდომით ნიკა კაჭარავამ ისარგებლა და მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს ანგარიშში უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, თუმცა კაჭარავას იდეალური პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა კარს მცირე მანძილით ააცილა.

სერბებმა გათანაბრება ტაიმის მიწურულს დანიშნული 11-მეტრიანით შეძლეს. გოლი 45-ე წუთზე დუშან ტადიჩმა მიითვალა.

მეორე ნახევარში სტუმრება დაწინაურებაც შეძლეს. 64-ე წუთზე ძლიერი დარტყმით ალეკსანდრ მიტროვიჩმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე უკვე მიატ გაჩინოვიჩმა დააფიქსირა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს კვლავ არცერთი მოგება აქვს D ჯგუფში და 2 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა.

- მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. V ტური: ირლანდია და უელსი დაზავდნენ [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, ნავალოვსკი, კაკაბაძე (70, არაბიძე), კაშია, კვირკველია, გვილია (90, ჯიღაური), ანანიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (83, ქვილითაია), კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 59 /
იმას რაც სტადიონზე ვნახე საქართველოს ნაკრების შესრულებით ფეხბურთი არ ქვია.სამი-ოთხი ზუსტი პასი არ შეუსრულებიათ მეტოქის ნახევარზე.არადა თამაშამდე ვამბობდი რომ ბძოლისა და ჟინის ხარჯზე შეიძლებოდა დადებითი შედეგის მიღწევა.სამწუხაროდ არც ბრძოლა და არც ჟინი დღეს ჩვენს ნაკრებს არ აღმოაჩნდა.სამწუხაროდ ვერც აბსურდულ შეცდომებს მოედნის ცენტრში და დაცვის ხაზში ვერაფერი მოვუხერხეთ.ძალიან მტკივა გული,მაგრამ რეალობას ვერსად წაუხვალ.ყველაზე ცუდი ისაა,რომ მომავალიც ძალიან ბუნდოვანია.და მაინც მომავლის იმედით!
Alex.F.
25 მარტი 2017 00:12
0
ყაზაიშვილი ამ არგადაცემის გამო, არასდროს აღარ უნდა გამოიძახო ნაკრებში. ეს მართლაც სასწაული იყო, ამ მდგომარეობაში პასის არგაკეთება!!!
Gela
24 მარტი 2017 23:55
0
ჰმ....-ს იმ კანონით რითაც ისლანდია გავიდა ევროპის პირველობაზე)) იმ კანონით რითაც ჩრდილო ირლანდია ეხლა ჯგუფში მეორეა და წინა წელს ძალიან ცოტა დააკლდათ!))) იმ კანონით რითაც ფარერები ჯგუფში მეოთხე ადგილზე არიან!))) რატომ ყავთ ძალიან ბევრ ქვეყანას თანამემამულე მწვრთნელი... იგივე გერმანიას ან თუნდაც აგერ სერბეთს რატომ ამჯობინებენ ისევ თავიანთი ქვეყნის მწვრთნელებს ნაკრების მწვრთნელობაზე?! იყოს ქართველი მწვრთნელი და იგივე შედეგი.. ვერავის ვერ შევჩივლებთ შედეგზე! ფიფიას ხომ არ დაეკითხეთ აზრი მწვრთნელს რომ ირჩევდით?!)))
svan
24 მარტი 2017 23:49
0
ამ შეხვედრაში ერთადერთი დასამახსოვრებელი იყო ის, თუ როგორ "ჯიგრიანად და გულით" მიულოცა მატჩის ანტიგმირმა კაკაბაძემ სანაკრებო დებიუტი არაბიძეს.იქნებ მომეჩვენა?გადაახვიეთ და ნახეთ.ასეთი ბოღმებით ქართული ფეხბურთი შორს ვერ წავა.
gori-2
24 მარტი 2017 23:47
0
ერთი გამაგებინა ესპანეთს როგორ მოვუგეთ :D
toka
24 მარტი 2017 23:46
0
ცხვარზე და ოციანზე ვათამაშოთ ბიჭები და უეჭველი მოიგებენ
.
24 მარტი 2017 23:45
0
ფეხდბურთელი ჩვენ არა გვყავს და მწვრთნელი და ხალხი ხომ არ მოიგებდა ??? არც ერთი მხრიდან სპორტული ჟინი არ არის და ბალეტს მანდ არავინ გაცეკვებს. სპორტი დაგავიწყდება საერთოდ ქართველ ფეხბურთელს რომ შეხედავ, პირველ ნახევარში უკვე კომენტატორი ამბობდა დაიღალენო, მოკლედ ნუ ვაწვალებთ მაგ ხალხს ტყვილა ხანდახან სირბილით მაინც .....
?
24 მარტი 2017 23:36
0
სხვას ელოდით რამეს? ანდაზა-არ შეუძლია, ნუ აწვალებ....
???????????????
24 მარტი 2017 23:30
0
კიდევ გიკვირთ კლუბში ყაზეიშვილს რატომ ახეხინებენ სკამს?
უშანგი
24 მარტი 2017 23:24
0
ამიხსენთ რატომ, რომელი კანონის მიხედვით უნდა მოგვეგო??? ფეხბურთი რომ მოიგო მინიმუმ ალბათ ფეხბურთს უნდა თამაშობდე.
ჰმ....
24 მარტი 2017 23:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული