საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მარტს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში V ტურის შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ამ წაგებით ვლადიმირ ვაისის გუნდმა მუნდიალზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

- ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!
- სლავოლიუბ მუსლინი: ცოტა მეცოდება ვლადიმირ ვაისი, ასეთ მარცხს არ იმსახურებდა
- "ქართული სპორტის ქომაგების" ლამაზი პერფორმანსი საქართველო-სერბეთის მატჩზე [VIDEO]
- საქართველო-სერბეთის მატჩზე "დინამო არენა" მობილურებით განათდა [VIDEO]

არადა, "დინამო არენაზე" ვაისის გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო - უკვე მე-5
წუთზე სერბი მცველის შეცდომით ნიკა კაჭარავამ ისარგებლა და მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს ანგარიშში უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, თუმცა კაჭარავას იდეალური პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა კარს მცირე მანძილით ააცილა.

სერბებმა გათანაბრება ტაიმის მიწურულს დანიშნული 11-მეტრიანით შეძლეს. გოლი 45-ე წუთზე დუშან ტადიჩმა მიითვალა.

მეორე ნახევარში სტუმრება დაწინაურებაც შეძლეს. 64-ე წუთზე ძლიერი დარტყმით ალეკსანდრ მიტროვიჩმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე უკვე მიატ გაჩინოვიჩმა დააფიქსირა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს კვლავ არცერთი მოგება აქვს D ჯგუფში და 2 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა.

- მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. V ტური: ირლანდია და უელსი დაზავდნენ [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, ნავალოვსკი, კაკაბაძე (70, არაბიძე), კაშია, კვირკველია, გვილია (90, ჯიღაური), ანანიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (83, ქვილითაია), კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 59 /
ფეხბურთში ამდენი საქმეა, 24 საათიანი მუშაობა რომ არ ეყოფა,ესენი კი პარლამენტში მირბიან.ამიტომ არის ერთნაირი ჩვენი ფეხბურთი და პარლამენტი...ვაისის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს,მაგრამ შეიძლება ქვეყანაში ქართველი მწვრთვნელი დღითიდღე ყალიბდებოდეს,გუნდსაც უკეთესობა ეტყობოდეს და ასეთი მწვრთვნელი მოიშორო??? რა თქმა უნდა ცხადაძეს ვგულისხმობ. მშვენიერი ბიჭებია გუნდში,მაგრამ ხომ ეტყობათ,რომ სათამაშო გამოცდილება და ფიზ.კონდიცია აკლიათ.საშუალოზე დაბალი დონის კლუბებში არიან და ამიტომ.
თენგო
27 მარტი 2017 18:57
0
დღევანდელი ნაკრებიდან 2-3 კაცი უნდა დაიტოვონ მეტი არა დანაღჩენები უნდა გავუსვათ და შეიძლება არც 2-3 და ისინიც გაუსვან და რატომ საჭიროა ახალი შემადგენლოაბა რომელებიც დაიწყებენ გამარჯვებით არ უთამასიათ ოფიცლაური თამაში ისინი უფრო ლაღად ითამაშებენ იმიტომ რომ მატ ეცოდინებათ ისინი ჯერ დაუმარცებლები არიან მათ არ წაუგიათ და არა არსებული ნაკრები რომელბსაც უკვე პრიორიტეტად ჩამოყუალიბდათ წაგება ფსიქიკით და დარწმუნებული ვარ მოტივაციაც აღარ აქვთ,ამობენ მოგებისთვის გავდივარტო მაგრამ მუდმივი წაგება წაგებითვის გამზადებს ისევ ასე რომ 100% უნდა შეცვალოს
xxx
26 მარტი 2017 13:49
0
თავი და თავი ქართული ფეხბურთის პრობლემისა არის თავად ფეხბურთელი, რომელიც არ გვყავს და ფედერაცია რომელსაც ამ პრობლემის მოგვარების არანაირი სურვილი და ნიჭი არ აქვს. ქართველი სპეციალისტები საბედნიეროდ გვყავს, მაგრამ აქ ქართული მენტალიტეტი ერევა. ამიტომაც ვართ ამ დღეში
გიორგი
25 მარტი 2017 15:19
0
ჩვენი ნაკრების თამაშით არასოდეს მიცრუვდება იმედი, ყოჩაღ! ასე გააგრძელეთ!
თომა
25 მარტი 2017 15:03
0
-კმარა! ეხოფა!- სხვა რა ენაზე უნდა ითქვას, რომ ამ ფორმაციის ნაკრები უნდა დაიშალოს და სრულიად ახლის მშენებლობა დაიწყოს მრავალწლიან პერსპექტივაში. სამწუხაროდ ქართული ფეხბურთის "მამები" ბაიბურში არ არიან, როგორც ამათი წინამორბედები.
zoro.
25 მარტი 2017 14:37
0
სამაგიეროდ სვირინგები გვაქვს ბლომად!
წვერიც (თალიბებივით)!
zaza
25 მარტი 2017 14:08
0
მწვრთნელი მნიშვნელოვანია, მაგრამ მანამდე ფეხბურთელების სათამაშო აზროვნება, ფიზიკური კონდიციებია გამოსასწორებელი. როგორ მართვის მოწმობის აღებისთვის საჭიროა საგზაო ნიშნების ცოდნა, ისე სათამაშო მომენტების სწორი გაანალიზება,რაც უმეტეს შემთხვევაში ჩვენებს ეშლებათ
gusani
25 მარტი 2017 14:06
0
სანამ ფეხბურთის ფედერაციაში არ დამთავრდება მამა-შვილობა, ნაცნობების და ძმაკაცების გაქაჩვა, ფულების გატეხვა და ასე შემდეგ, მანამდე საშველი არ იქნება!! ერთადერთი როგორც ამას შეიძლება აღუდგე ეს არის სტადიონზე არ მისვლაა!! ეს ფეხბურთლები პირველი მერსედესის ფეხბურთლები არიან, როგორც კი მანქანას იყიდიან იმის მერე სირბილი აღარ უნდათ!! შეხედეთ თამაშს ვინ დარბის მინდორზე და ვინ დადის!!!! მთქმელიც არავინაა და გამკიცხავი, დაჯდებიან სტუდიაში და ყველაფერი კარგად არისო იძახიან!!! ასე რომ შეეგუეთ რეალობას, რაც არის ეგ არის!! კიდევ იღბალზე რომ წერენ აქ, ეს კაზინო არაა იღბალზე რომ ითამაშო, ეს ფეხბურთია, ფეხბურთს თამაში და ვარჯიში უნდა და არა ტატუ სალონებში და სოლარიუმებში სიარული !!!!
givi
25 მარტი 2017 14:01
0
სათაურში რომ სწერთ: "პრაქტიკულად შანსი დაკარგაო", რაა, სულ თავიდან, შესარჩევის დაწყებამდე, ვინმე უშვებდით, თეორიულ შანსაც, რომ ამ ფეხბურთელებით, რაც დღეს არიან, საქართველო გავიდოდა ამ ჯგუფიდან. ტარანი თვლითააო და თქვენც დაითვალეთ, ვინ, სად, როგორ და რას წარმოადგენს და ყველაფერი ეს შეუდარეთ, ევროპის ქვეყნების ნაკრებ გუნდების ფეხბურთელებს. ერთი ჩვენი მაინც, თუ იმ4ახურებს, ამ ქვეყნების რომელიმე ნაკრებ გუნდებში არათუ თამაშს, არამედ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას. ქართველებო, შემოგევლეთ, დაეშვით მიწაზე და აღარ გეტკინებათ გული, ყოველ თამაშზე.
ოკრიბელი
25 მარტი 2017 13:45
0
ცხადაძე რო დაეტოვებინათ მწრთნელად, ამ ჯგუფიდან 100% -ინა გასულები ვიქნებოდით. გემახსოვრებათ, გუნდმა მის ხელში აკადემიური თამაში დაიწყო და სულ უმატებდა. მაგრამ ჩვენთან ხომ საქმეზე არავინ ფიქრობს, რაღაც სხვა მიზნები აქვთ, ალბათ მერკანტილური. ამიტომაც დუმს საფეხბურთო ელიტა. ანალოგიური მდგომარეობა იყო ქეცბაიას დროსაც. კაცმა 3 ციკლი ჩააგდო, ყველა ხედავდა უპერისპექტივობას, მაინც ყველა დუმდა. საქმის კაცი როცა მოვიდა ცხადაძის სახით, ახალმა ფედერაციამ მაშინვე მოაშორა. გამოდის ერთი მაფია მეორემ შეცვალა. აი ასე კლავენ ფეხბურთს საქართველოში. ეხლა ფეხბურთელებს უნდათ გადააბრალონ წარუმატებლობა, არადა წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიც კი ინატრებდნენ ასეთი ბიჭების ყოლას.
რეზო
25 მარტი 2017 13:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული