გურამ კაშია: ჩვენ ვერ ვიგებთ თამაშებს, ამიტომ შანსი ახალგაზრდებს უნდა მივცეთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ 24 მარტს სერბეთთან განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

"ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან ეს მატჩი ჩვენ, ფეხბურთელებმა წავაგეთ და არა მწვრთნელმა, გულშემატკივარმა ან ვინმე სხვამ. პირველივე ტაიმში შეგვეძლო ყველაფრის გადაწყვეტა, მაგრამ მომენტი გავანიავეთ და ეს სამი ქულა ასე რომ გავანიავეთ, მხოლოდ ჩვენი ბრალია.

ასეთია ფეხბურთი. ორივე ტაიმში სერბების შეცდომებს ველოდით. პირველში ერთი შეცდომა გამოვიყენეთ, მაგრამ დანარჩენები, რაც დაუშვეს და რაც ჩვენით შევქმენით
- ვეღარ. შემდეგ ვეცადეთ ინიციატივა აგვეღო, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ოთხ დღეში ლატვიასთან გვაქვს ამხანაგური მატჩი და იქ შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცემათ. ჩვენ ვერ ვიგებთ თამაშებს, ამიტომ შანსი ახალგაზრდებს უნდა მივცეთ", - თქვა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 43 /
მე იმას ვაბრალებ,მე ამასო-დამნაშავე უთავმოყვარეო ფეხბურთელებია,არ მივიდეთ თამაშზე,არ ვუთხრათ გამარჯობა და თავს ხომ იგრძნობენ ცუდად ,მერე ვნახოთ რაა ჩვენს მდგომარეობასი ყოფნა
sano
25 მარტი 2017 19:49
0
რამდენჯერ ვთქვი არწავალ ამათ თამაშზეთქო მაგრამ მაინც წავედი.. არუნდა მივიდეს არავინ და ირბინონ ცარიელი ტრიბუნების წინ! არიმსახურებენ ესენი ხალხის ტაშს და გამხნევებას! მიხედეთ რაგბს და კალათბურთს!
c
25 მარტი 2017 19:43
0
იმის თქმა რომ ნაკრებმა საშინლად ითამაშა არასწორია და გეტვით რატომ, ჯერ ერთი პირველ ტაიმში უნდა წაგვეყვანა 2-0 და ფეხბურთელების ინდივიდუალურმა შეცდომებმა გადაწყვიტეს თამაშის ბედი, ბოლო წუთზე რომ გულს გაუშვებ ხო ყველაზე ცუდია.. სერბეთის ნაკრების ფეხბურთელებს გადავხედოთ სად თამაშობენ და მერე ჩვენებს, განსხვავება უზარმაზარია თან გვაკლდა ოქრიაშვილი რომელიც ძალიან კრეატიული მოთამაშეა. დაცვის ხაზის ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, ერტი ნოვალოვსკი მომეწონა შედარებით. კაკაბაძე ძალიან არასტაბილურია, ზედმეტს იღებს თავის თავზე და მაგ დროს რომ ხელი მოკიდა რა ეგონა, არ მესმის?? ჯანო ასე თუ ისე ამწვავებდა თამაშს, მეორე ტაიმი ფაქტიურად განწირულები ვიყავით, ამდენი მომენტის გამოუყენბლობას არცერტი ნაკრები არ გაპატიებს!! რომ ამბობთ საქართველოს ჩემპიონატიდან ვათამაშოთო, რა ქნეს იორდანიასთან ხო ვნახეთ, იორდანია და სერბეთის შედარება ძალიან უადგილოა! ვაისმა ეხლა უნდა მომავალი თაობის გუნდი შეკრას, შედეგზე კი ნუ იქნება ორიენტირებული არამედ მომავალზე!!
zaza
25 მარტი 2017 19:40
0
შენ მანდ ჯანგოს რომ გიწოდებენ,შენნაირები არიან საქართველოს ფეხბურთის ყველა ნაკრებთა მტერი,რადგან არ იციან კარგისა და ცუდის გარჩევა.რას ერჩი ამ მართლაც კარგ ბიჭებს რომლებიც სამშობლოსათვის თავსაც გასწირავენ,მე ამ თამაშის წაგებას ვაბრალებ მწვრთვნელს,რადგან ყაზაიშვილი რომ დამოეცვალა როგორც კი იღორა და ანანიძეს არ მისცა პასი,ამით მან სერბების საქმე გააკეთა. ასევე გავიხსენოთ მოლდოვასთან მოგებული თამაშის არ მოგება,ასევე ავსტრიასთან, და დროა რომ ნაკრები გადახალისდეს მწვრთვნელიდან დაწყებული და ღორი ანუ მავნებელი ფეხბურთელებისაგან.აიღონ მაგალითი ვისაც შეუძლია რომ სამშობლოს სიყვარულის გამო დიდ ფულზე უარი თქვან,ასეთები კი ანანიძე და კვირკველიას გარდაც იქნებიან,და ყოველი ქართველის ვალია რომ ამ ორი რუსეთში მოთამაშე ქართველს და მათთან ერთად ყველა ვაჟკაცს მოვეფეროთ .თურმე გვყოლია ფეხბურთელებიც,რომლებსაც ნაკრებს არ აკარებდნენ, კაჭარავავაზე ვამბობთ და მადლობამაქს.გაიხაროს ყველა სამშობლოს გულანთებულმა კაცმა და სპორტით ესახელებინოს ქვეყანა.
მამლუქი ქართლო
25 მარტი 2017 19:15
0
Rustavi-ს შენმა ზუგდიდმა კიდევ ითამაშა რაღაც, მაგრამ ყაზაიშვილი რას აკეთებდა, იქნებ ამაზე მოიძებნოს პასუხი
ზვიადი
25 მარტი 2017 19:01
0
ვინც ყაზაიშვილს ამის შემდეგ ნიჭერად მოიხსენიოს!......... განა მარტო ამ შეხვედრაზე თამაშობდა თვალდაბინდული...
ზვიადი
25 მარტი 2017 18:49
0
შემადგენლობა არასწორად იყო შერჩეული,
შერგელაშვილს რომელი ჯობს დაცვაში, კაკაბაძეს არ გაუშვებდნენ იჯარით რამედ რომ ვარგოდეს, ისევ ლობჟანიძე ჯობდა, მასზე უკეთესი არ გვყავს, ჯობდა ხოჭოლავა დაეყენებინა აპორნათ კანკავას ნაცვლად
თეიმურაზ
25 მარტი 2017 18:33
0
ხოხ? რას ერჩით მეგრელებს, მაგინენი მაინც თამაშობენ ფეხბურთს და რამდენი დიდი ფეხბურთელი მისცეს საქართველოს. აბა კახელის ნათამაშები ფეხბურთი გინახიათ?:)
არაა საჭირო ასე დანაწევრება გვარების მიხედვით, საქართველო პატარაა და კიდევ დაპატარავებული ომების და ემიგრაციის მიერ. ეს მთელი ქვეყნის სატკივარია. სამწუხაროდ ქართველებს არ გვაქვს საკმარისი რესურსი, ფეხბურთელის სწორი გაზრდის, სწორი თამაშის სწავლების, ტაქტიკურად გაუმართვი და ტექნიკურად სუსტი ფეხბურთელები, ფიზიკაზე ხომ სულ არ ღირს ლაპარაკი. თავდახრილი ფეხბურთელი პასს ვერ გააკეთებს. მოედნის ხედვა, ბურთის დამუშავების კულტურა, დროული პასი, გასახსნელად მოძრაობა თავდასხმა თუ დაცვაში, ერთმანეთის დაზღვევა, სწორი პოზიციის შექმნა, როგორ შეიძლება დამცველი მოწინააღმდეგის თავდამსხმელის წინ იდგეს? კაკაბაზე თითქოს პირველად თამაშობდა თავის პოზიციაზე. ორად ორი ფეხბურთელი იყო გამოსარჩევი გუშინ, კაჭარავა და კვირკველია. მაგრამ კაჭარავას დამხმარე არ ჰყავდა და მარტო ვერ გაიტანს გოლებს, არადა რა პასი გააკეთა, და კარგად იბრზოლა ბურთზე. კვირკველია არის ევროპის დონის დამველი და მე მგონია დვალი რომ შეუწყვილონ მათი ფიზიკური მონაცემების მიხედვით აჯობებს, თან მას მოედნის ხედვა და ბურთის გაჩერება, გრძელი პასიც კარგად გამოსდის. Kაჭარავას, აქვ გოლის ყნოსვა და სჭორად ირჩევს ადგილს. შამჭუხაროდ ვერც ერთი მწვრთვნნელი გუნდ სწორად ვერ აყენებს რადგან შიშით ათამაშებს ყველა, არ წავაგოთ უდევთ თავსი და არამედ მოგება. ქართული ფეხბურთი იყო ძლიერი როდესაც ფლანგებზე იყვნენ მესხი და გუცაევი და მათნაერი, რატომ არც ერთი მწვრთვნელი არ იყენებს სწორად ფლანგებს? რატომ უნდა კარგავდეს კაკაბაძე პოზიციას შეტევაში ფლანგის სათამაშოდ ან ნავალოვსკი? ცენტრ ფორვარდი არის, მცედლიზე იქნება თუ კაჭარავა თუ ქვილითაია. მე კაჭარავს მივცემდი უპირატესობას, ნუთუ ფლანგის მოთამაშე არ არის მთელს საქართველოში?რპომელიც უფრო ნახევარდაცვიდან ამოვა და არა დაცვიდან და დაცვის ფლანგებს დატოვებს მოშიშვლებულს. ეს ჯანოც კიდევ დალასლასებ აქეთ იქეთ დაკარგული ბავშვივით, ვერც კაცი მოათყუა და ვერც პასი გააკეთა. ყაზაიშვილი სულ უკან წასულა, საერთოდ ვერ ხედავს მოედანს და კარებს. მოკლედ უდიდესი პრობლემა კიდევ ის არის რასაც ქინქლაძის სინდრომი უნდა დაერქვას-სიზარმაცე, ფორმაში არ ყოფნა, ერთმანეთის უპატივემულობა, საქმისადმი ზერელე მიდგომ მარტო ნიჭის იმედად. ეს მარტო ფეხბურთში არ არის არამედ ყველა სპორტშია და მთლიანად საქართველოს ჭირია..
Niko
25 მარტი 2017 18:20
0
კველა მოუწოდებ იტამაშოს გუნდურად
vako
25 მარტი 2017 18:13
0
Zugdidi vs serbeti tamashobda gushin. Loria kashia kvirkvelia gvilia kacharava kankava... DDD
Rustavi
25 მარტი 2017 17:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული