გურამ კაშია: ჩვენ ვერ ვიგებთ თამაშებს, ამიტომ შანსი ახალგაზრდებს უნდა მივცეთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ 24 მარტს სერბეთთან განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

"ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან ეს მატჩი ჩვენ, ფეხბურთელებმა წავაგეთ და არა მწვრთნელმა, გულშემატკივარმა ან ვინმე სხვამ. პირველივე ტაიმში შეგვეძლო ყველაფრის გადაწყვეტა, მაგრამ მომენტი გავანიავეთ და ეს სამი ქულა ასე რომ გავანიავეთ, მხოლოდ ჩვენი ბრალია.

ასეთია ფეხბურთი. ორივე ტაიმში სერბების შეცდომებს ველოდით. პირველში ერთი შეცდომა გამოვიყენეთ, მაგრამ დანარჩენები, რაც დაუშვეს და რაც ჩვენით შევქმენით
- ვეღარ. შემდეგ ვეცადეთ ინიციატივა აგვეღო, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ოთხ დღეში ლატვიასთან გვაქვს ამხანაგური მატჩი და იქ შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცემათ. ჩვენ ვერ ვიგებთ თამაშებს, ამიტომ შანსი ახალგაზრდებს უნდა მივცეთ", - თქვა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 43 /
ეეჰჰ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელები ძალიან უკლასოები არიან და საერთოდ უშანსოდ იქნებიან. იორდანიასთან რო წააგეს იმ ხალხზე იძახი???
Vakhtang Lobzhanidze
25 მარტი 2017 15:21
0
გუშინ თუ ვინმე ითამაშა ეს იყო კაშია,ესაც თუ წავიდა ნაკრებიდან და კიდე ის რამდენიმე კაცი,რომლებიც მართლა თამაშობენ,მერე რა გვეშველება საერთოდ?!
henry
25 მარტი 2017 15:11
0
-ასპროცენტიანიააა! არაფრის მაქნისები ხართ! დააგლიჯეთ ხალხს ნერვები. ვინ ხართ? დაანებეთ რა ამ ნაკრებს თავი.
zoro.
25 მარტი 2017 14:45
0
აქ სძინავთ? კომენტარებს არ აქვეყნებთ? ვის უმალავთ ან რას ემალებთ?
Jango
25 მარტი 2017 13:45
0
თუ სინდისი გაქვთ, 25 წელზე მეტი ხნის, ყველა უნდა წახვიდეთ ნაკრებიდან. ნუ იტანჯავთ თავს და ნუ გვტანჟავთ ჩვენ...კარგი იქნება თუ ფედერაციასაც გაიყოლებთ....
zura
25 მარტი 2017 13:20
0
ძალიან ვაჟკაცური შეფასებაა. ყოჩაღ გურამ! თუმცა არც შენ ხარ ძალიან ბებერი, და იმ ახალგაზრდებს უნდა გაუძღვე, სანამ შეძლებ.
კახა
25 მარტი 2017 12:56
0
გურამ შენს გვერდით რათქმაუნდა ახალგაზრდებიი
kaxa
25 მარტი 2017 12:46
0
გურამ მარტალი ხარ და იმიტო გაფასებ რო პირდაპირი ხარ. მე სხვანაირად გირHევდი ზმაო. ნაკრებიდან ისენი უნდა წავიდნენ ვინც ეგოისტია და მარტო თავის წარმატებაზე პიქრობს, შენნაირი და კიდევ 5,6 კაცი ვინც გუშინ იკავით სასტავში თკვენ უნდა იყოთ ნაკრებში..თავის დროზე მილანში რუი კოშტა დასვეს სკამზე ღორობის გამო და კარგა ხანს არ ათამაშებდნენ, და კაზაიშვილი და კაკაბაზე ვინგა არიან.
kaxa qartveli
25 მარტი 2017 12:45
0
ვეტანხმები კაშიას ახალგაზრდებს უნდა მიცენ შანსი დვლიშვილი და უჩა ძირითადში :):)
uchas fani
25 მარტი 2017 12:40
0
არა კაშო, მარტო ახალგაზრდები ვერ მოიგებენ, მთავარია გუნდურად ვითამაშოთ, ვაკოს მომენტი არა გუნდური თამაშის ბრალია ეს ყველამ კარგად იცით, თუმცა ვაკოც ადამიანია და ისიც ცდება
საქართველო
25 მარტი 2017 12:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული