- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]
გვილია გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ყალიბდება. მართალია, სერბთა მეორე გოლი 22 წლის საყრდენი ნახევარმცველის შეცდომის შედეგად გავიდა, მაგრამ მან ბევრი იმოძრავა, დიდი შავი სამუშაო გასწია და რამდენჯერმე მაყურებელს ტაში მოსწყვიტა. პირველ გოლზე ალექსანდრე კოლაროვი შეცდომაში მისმა მოძრაობამ შეიყვანა. მეორე ნახევარში გატანაც სცადა.
"სამწუხაროა, რომ დიდი ხანია წარუმატებელი გამოსვლა გრძელდება და იგივე მოხდა, რაც აქამდე - რეალურად შესაძლებელი იყო მინიმუმ
მაგრამ ეს ცხოვრებაა, რაც ჩვენ არ გვკლავს, გვაძლიერებს და მე ამის იმედად ვარ.
ჩვენ შეგვიძლია უკეთესი ხარისხის ფეხბურთი ვაჩვენოთ - მეტი მონდომება, შრომა და კონცენტრაცია გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ესეც მოვა", - გვითხრა გვილიამ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"