საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლატვია გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 მარტს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლატვიის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

თამაშის დაწყების წინ "დინამო არენის" მოედანზე საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და რაიმონდს ვეიონისი, ეროვნული ნაკრებების მაისურებით, სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გამოვიდნენ, ფეხბურთელებს მიესალმნენ და სახელმწიფო ჰიმნების შესრულებას მათთან ერთად დაესწრნენ.

- გიორგი მარგველაშვილმა და ლევან კობიაშვილმა ჰიმნი საქართველოს ნაკრებთან ერთად შეასრულეს [VIDEO]

ვაისის გუნდმა თავიდანვე შეუტია, ანგარიში კი მე-18 წუთზე გაიხსნა. ლატვიელთა საჯარიმოში გიორგი ქვილითაია წაიქცა, მატჩის სომეხმა არბიტრმა სურენ ბალიანმა
კი ხელი 11-მეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტის გატანა ჯანო ანანიძეს არ გასჭირვებია - 1:0.

სხვაობა ორბურთიანი 32-ე წუთზე გახდა. ანანიძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ქვილითაიამ ბურთი ერთი შეხებით გაგზავნა ანდრის ვანინის კარში - 2:0.

შესვენების შემდეგ დუბლი ჯერ ქვილითაიამ (68-ე წუთი) მიითვალა, 77-ე წუთზე კი - ანანიძემ.

საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე საჯარიმოდან გიორგი არაბიძემ დააფიქსირა, რომლისთვისაც ეს გოლი სადებიუტოა ეროვნულ ნაკრებში.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: მაკარიძე, ლობჟანიძე, ხოჭოლავა, კაშია, ნავალოვსკი (78, ნავალოვსკი), გვილია (36, კიტეიშვილი), კვეკვესკირი, ანანიძე, ჯიღაური (63, კობახიძე), დვალიშვილი (63, არაბიძე), ქვილითაია (78, კაჭარავა).

საქართველოს ნაკრები მომავალ მატჩს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 11 ივნისს, სტუმრად მოლდოვასთან ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
არ უნდა გაუშვან ვაისი, არ მოგბეზრდათ ამ ტრენერების ცვლა? რა ვერ გაიგეთ რომ არ არის მწვრთნელი ბრალი, ნაკრების მწვრთნელი ხო არ ასწავლის ფეხბურთელს ფეხბურთის თამაშს, გაიგეთ მწვრთნელი არაა პრობლემა, პრობლემაა დაბალი კლასი, და ამდენი ცვლილებით უფრო ზარალდება ნაკრები, დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ.
zura
28 მარტი 2017 22:19
0
ჩვენზე მაგარი "ბანდა"-ც არსებობს-თურმე
Z.LO
28 მარტი 2017 22:13
0
დღეს კარგად ითამაშეს,ცოტა იღბალიც ქონდათ, მგრამ ყველაზე მთავარიისაა რომ ვაისი უნდა დარჩეს მთავარ მწვრთნელად. ეს შესარჩევი ჩაამთავროს.ქართველებს გვაკლია მოთნინებაა, ყველა ქვეყანას აქვს კრიზისი, გერმანია იმ დონეზე მივიდა რომ აფრიკელებს მიცსა მოქალაქეობა და ნაკრებში აიყვნა, ალბათ გახსოვთ, მაგრამ 5-6 წელიადში ისევ ბრწყინავს. იმიტომ რომ ერთ მწვრთნელი ყავთ უკვე 6 წელიააა.
gogi
28 მარტი 2017 21:51
0
ჩვენ პირველად მოვიგეთ თამაში ან შეიძლება სულაც ჩაწყობილია
ცოტნე
28 მარტი 2017 20:59
0
დიდი ამბავი ლატვიას მოუგეთ, სერბებისთვის უნდა მოგვეგო მერე იქნებოდით კარგები, ვაისი მაინც გასაშვებია და საერთოდ რა საჭიროა მწვრთნელი ისედაც ითამაშებენ მშვენივრად, ფულიც დაგვეზოგება და სხვა რამეში გამოვიყენოთ
fan fani
28 მარტი 2017 20:58
0
ვაისს დიდი მადლობა.
giorgi
28 მარტი 2017 20:55
0
ვიზალიბერაცია ბოღმამ არ გაგიხეტქოს გული
xorxe
28 მარტი 2017 20:27
0
ქებათა, ქება ვლადიმერ ვაისს, საქართველოს ნაკრებმა თავის არსებობის მანძილზე პირველად ითამაშა ნამდვილი ფეხბურთი
მახოია
28 მარტი 2017 20:19
0
გაიხარეთ ბიჭებო კარგები ხართ!
kika
28 მარტი 2017 20:10
0
2006 წლის 16 აგვისტოს შემდეგ არ გაგვიტანია ერტ ტამაშში 5 გოლი 10 წელი და 7 თვეა. ყოჩაღ ვაისს!!!
gio
28 მარტი 2017 20:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული