"ვაკო ყაზაიშვილი მთელი ღამე ტიროდა და ფაქტობრივად, არ ეძინა"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე ვაკო ყაზაიშვილზეც ისაუბრა.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

სლოვაკი სპეციალისტის თქმით, სერბეთთან საგოლე შანსის გამოუყენებლობისა და კრიტიკის გამო ყაზაიშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და თანადგომა სჭირდებოდა.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

"ხალხმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას პირადი პრობლემებიც ჰქონდა. ფეხბურთელს ყოველთვის გატანა უნდა. სერბეთის წაგებული მატჩის შემდეგ იგი ძალიან გააკრიტიკეს და ეს დღეები ვაკოსთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო.

შეხვედრის შემდეგ ყაზაიშვილი მომხდარს
ძალიან განიცდიდა, ფსიქოლოგიურად გატეხილი იყო, მთელი ღამე ტიროდა და ფაქტობრივად, არ ეძინა. ახლა მას ჩემი და ყველას თანადგომა სჭირდება.

თავადაც მსურდა, რომ ჩვენთან ყოფილიყო, ეთამაშა და ამით გამემხნევებინა. საქართველოს ნაკრებს კი მისი დონის ფეხბურთელები სჭირდება", - თქვა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 61 /
ისეთი არგუმენტები მოგყავს რომ ეჭვი მაქვს ფეხბურთს და ბობსლეის ძნელად არჩევ ერთმანეთისგან.
Zaza-s
29 მარტი 2017 17:19
0
ვატანგს:
მეგობარო,ფეხბურთი ორივეს გვიყვარს გვეტყობა.
კოლუმბიაში ფეხბურთელი(ესკობარი)მოკლეს მჩ-ზე გოლის ვერ გატანისთვის...
ეს ხალხი იმ ჯალათებს მაგონებს,ვინც ის საწყალი ფეხბურთელი მოკლა...ესენი ფსიქოლოგიურად კლავენ ყაზაიშვილს...
ადვოკატი არ ვარ.უბრალო გულშემატკივარი ვარ.
zaza
29 მარტი 2017 17:19
0
Gasagebia maxvili kutxe mara pass ra edga cin?
Roma
29 მარტი 2017 17:14
0
არაბიძებაც ააცილა 3 მატრიდან ლატვიასთან ბურთი კარს?
მიდით ეხლა,მოკითხეთ,გაასწორეთ მიწასთან,დააკომპლექსეთ,გატეხეთ ფსიქოლოგიურად,გაუფუჭეთ კარიერა...
კარგი იყო მიეცა,ან თვითონ გაეტანა.თქვენ.მე სერბეთის ნაკრების ბალეშიკი ხომ არ გგონივართ?
მარა გააკეთა ის,რაც თავდამსხმელს უნდა გაეკეთებინა.კარებში დაარტყა.ფეხბურთში ჩახედული კაცი თავდამსხმელს კარებში დარტყმაზე ვერ დაადანაშაულებს.
zaza
29 მარტი 2017 17:12
0
ბაჯოს როგორ ადარებთ ხალხო)))
Vakhtang Lobzhanidze
29 მარტი 2017 17:04
0
ზაზას: 3 - 4 მეტრზე მეტი იყო და შორეულ კუთხეში უნდა დაერტყა ძალიან ზუსტად. მაღალი კლასის ფეხბურთელისთვისაც კი რთული ამოცანა იქნებოდა და ყაზაიშვილი მასეთს 10 დან 2 თუ გაიტანს ძაან მაგარია. ჯანო იმ პოზიციიდან 50 დან 48 გაიტანს.
Vakhtang Lobzhanidze
29 მარტი 2017 16:57
0
roza chveni kartuli gundebi evropis ligazez, rom ver axerxeben tamashs, nakrebze ra pretenziebi gakvt?patroni ar gkavs kartul fexburts, ukve ramdenime ateuli tlebia. fexburtis federaziis prezidendat, rom agircheven da parlamentaroba mogindeba, ikaa ukve shezdoma. rogori midgoma da ara profesionalizmia dges mmartveli organoebidan da rogoriz iko, dges esaa chveni shedegi, rasaz dates imas moimkio.
kai bichi
29 მარტი 2017 16:43
0
ver gaitana gasagebia, xdeba xolme, magram shemdeg etamashat, ertit nols ar igebdnen? magram klasi ar gveko megobrebo, klasi romeliz egre aklia kartvel fexburtelebs...sanam kazaxetis donis chempionati ar gaketdeba ikamde ar gveshveleba, amis gamketebeli ki vin aris? hoda nu gvakvs didi pretenzia fexburtze, daimshvidet tavi, tundaz ragbit an kalatburtit)))
kai bichi
29 მარტი 2017 16:34
0
გოლის გატანა უნდოდა კარგია? მაგას ჭიდაობა ჰგონია თუ ჭადრაკი? გააკეთე პასი და 99% მოგებული იყო, მაგის გამო გუნდი და ხალხის ნერვები ზარალდება,რაც მსგავსი გამოცდილების ფეხბურთელს არ უნდა ეშლებოდეს, სერბეთთან ვაკოს შეეშალა, ავსტრიასთან პეტრეს , უელსთან პავლეს და ასე უსასრულოდ 30 წელიწადია გრძელდება, ფსიქოლოგიურად უნდა მოამზადოს თავი ყველამ, ვისაც საქართველოს დროშის ქვეშ გამოსვლის ბედნიერება აქვს, ვისაც არ ესმის ეს- GEt! ნებისმიერ სახეობას ეხება ეს. (ვერავინ იტყვის მორაგბეებზე პასი არ გააკეთაო). რით ვეღარ ისწავლე შვილო შეცდომებზე. იმიტომაც არის, რომ არ სწავლობენ და ახვევინებენ ისედაც დაბალი დონის გუნდებიდან, ამ 20 კაპიკიანი გაზეთებით გაპიარებულ ბიჭებს, მორჩა რა? აღარ მინდა ამათი ყურება და ამით დავასრულე მაგათი გულშემატკივრობა,( გული არ გაუსკდეთ ერთბაშად) ხალხი ტოტალიზატორშიც კი არ დებს ამათ საწინააღმდეგოდ, შეურაცხყოფად თვლიან და პასუხად რა? 0. ჰოდა პაკააა პირადად ჩემგან, ასაკი მემატება და ნერვებს მინდა გავუფრთხილდე. ( უკაცრავად ამხელა მონოლოგისთვის).
GELA 2
29 მარტი 2017 16:28
0
დათოს:
ხედავ სად არის ჭეშმარიტება?დიალოგმა თვითონ მიგვიყვანა სწორ დასკვნამდე.მოგება თუ გინდა,ასეთი საგოლე მომენტები ბევრი უნდა შეჰქმნან ორივე ტაიმში და შედეგიც არ დააყოვნებს.ორს ააცელ,ერთს გაიტან.ხუთს ააცელს,სამს გაიტან...
მჭედლიძასაც და ყაზაიშვილსაც სხვა და სხვა მატჩში თითო მომენტი ჰქონია...
მაგ თითო მომენტის იმედზე უნდა იყოს ამბიციების მქონე ნაკრები?
ანუ,პრობლემა ერთი საგოლე მომენტის გამოუყენებლობაში კი არაა,არამედ საგოლე მომენტების ნაკლებ შექმნაშია.
zaza
29 მარტი 2017 16:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული