"ვაკო ყაზაიშვილი მთელი ღამე ტიროდა და ფაქტობრივად, არ ეძინა"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე ვაკო ყაზაიშვილზეც ისაუბრა.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

სლოვაკი სპეციალისტის თქმით, სერბეთთან საგოლე შანსის გამოუყენებლობისა და კრიტიკის გამო ყაზაიშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და თანადგომა სჭირდებოდა.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

"ხალხმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას პირადი პრობლემებიც ჰქონდა. ფეხბურთელს ყოველთვის გატანა უნდა. სერბეთის წაგებული მატჩის შემდეგ იგი ძალიან გააკრიტიკეს და ეს დღეები ვაკოსთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო.

შეხვედრის შემდეგ ყაზაიშვილი მომხდარს
ძალიან განიცდიდა, ფსიქოლოგიურად გატეხილი იყო, მთელი ღამე ტიროდა და ფაქტობრივად, არ ეძინა. ახლა მას ჩემი და ყველას თანადგომა სჭირდება.

თავადაც მსურდა, რომ ჩვენთან ყოფილიყო, ეთამაშა და ამით გამემხნევებინა. საქართველოს ნაკრებს კი მისი დონის ფეხბურთელები სჭირდება", - თქვა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 61 /
შეცდომებს ყველა ვუშვებთ. ვაკოს რომ გოლი გაეტანა დიდი ალბათობით თამაშს მოვიგებდით. თუმცა იმიტომ არ წავაგეთ რომ ვაკომ ვერ გაიტანა. ჩვენ გუნდში არის ორი მთავარი პრობლემა 1) ფიზიკური მომზადება (მალე იღლებიან) 2) ფსიგოლოგიური მომზადება. მე მაინც იმედი მაქვს, რომ 1-2 წელიწადში გუნდი განვითარდება და უკეთეს შედეგებს მიაღწევენ.
გიორგი
29 მარტი 2017 13:19
0
დაუშვა შეცდომა და გასაგებია. არ უნდა გადავაყოლოთ. ვერც იმას ვიტყვით, რომ გატანის შემთხვევაში მოვიგებდით. ხალხს ერთ თამაშში ორი პენალტიც გაუფუჭებია, მაგრამ ფეხბურთელია და ეგეთებისგან დაზღვეული ვერ იქნება
მმმ
29 მარტი 2017 13:19
0
ჯორდანოს ვეთანხმები. შემდეგ ჯერზე პრეზიდენტად მომღერალი ავირჩიოთ, თამაშის წინ ჰიმნს იმღერებს, თამაშის მერე სიმღერას "პირველი მერცხალიდან" ხოლო ღამე ბიჭებს იავნანას უმღერებს. აი რატომ არის აუცილებელი, რომ ქვეყანას პრეზიდენტი არჩეული ყავდეს.
haha
29 მარტი 2017 13:14
0
მიმაჩნია,რომ სწორად მოიქცა.უნდა დაეერყა და პასი არ უნდა მიეცა.მანდ პასი ზედმეტი იყო.თავდამსხმელმა მანდედან თუ არ დაარტყა,მაშ საიდანღა უნდა დაარტყას?
რა თქმა უნდა,მაგ ერთ მომენტს ვერ დავაბრალებთ წაგებას.ტაიმში ნახევარდაცვამ მინიმუმ 5-6 ეგეთი საგოლე მომენტი უნდა შექმნას,რომ მომენტები გამოიყენო (ყელვას ვერ გაიტან)და თამაში მოიგო.
ახლა,ასე ძალიან რომ სჭირდებოდა მოგება საქართველოს,თორემ მაგას მეკარე მაინც ედგა წინ... იმდენი ფეხბურთელები მინახია,ცარიელ კარებში რომ ვერ გაუტანიათ,ვინ მოსთვლის?
zaza
29 მარტი 2017 13:11
0
ვაკო კარგი ხარ ! ნელნელა ყველაფერი გამოგვივა. არ აინერვიულო შე მაგარო :))

ჩვენ შენ გვჭირდები!
daviti
29 მარტი 2017 13:11
0
ვაკო ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, დაივიწყე და უფრო ძლიერი დაბრუნდი, გვჯერა შენი გულშემატკივრებს, ცხელ გულზე კრიტიკას არა უშავს ეგეც სიყვარულით მოგვდის ხოლმე
შაკო
29 მარტი 2017 13:01
0
ეხლა ეს გაგვიხდა სანერვიულო,ხველა წაგების მერე არ აგვიტირდნენ...
მარგველამ იავნანა თუ იცის რომ უმხეროს როცა წააგებენ (გამოსავალს ამაში ვხედავ მარტო)
jordano
29 მარტი 2017 12:55
0
ამან საიდან იცის?! საფენებს უცვლიდა?!
vova
29 მარტი 2017 12:50
0
ნამდვილად არ ღირს გადავლა მიუხედავად იმისა რომ ამაზრზენი მომენტი იყო, მაგრამ რა ვქნათ მოხდა და რახან გრძნობს პასუხიმგებლობას იმედია მეტი აღარ მოხდება, თუმცა არც იმას ვეთანხმები აქ რომ იმადლებიან ზოგი ქვეყნისთვის იმდენი გაუკეთებიაო, ჯერ რა გაუკეთებიათ ცხრილს ჩახედეთ და სულ რომ მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ თავის ქვეყანას როგორ უნდა დაამადლო შენი ღირსების ამბავია, ხალხი ომში თავს და სიცოცხლეს წირავდა და ისინი არ იმადლებოდნენ, საიდან ეს პროვინციული მიდგომა არ მესმის რაც აქ ზოგ კომენტარში წერია.
niko
29 მარტი 2017 12:48
0
შოტლაინდიასთან ხო გმირი იყო?? დაგავიწყდათ ალბათ! ! ! არ შეიძლება კაცის ესე ცოცხლად დამარხვა!!! შეცდომა ვაკოს კი არა ისეთ ვარსკვლავებს მოსვლია რო , ეგ არაფერი..../ ვაკო არ დაიგრუზო .../ გავამხნევოთ ხალხო ეს ბიჭი !!!
Vasil
29 მარტი 2017 12:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული