"ვაკო ყაზაიშვილი მთელი ღამე ტიროდა და ფაქტობრივად, არ ეძინა"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე ვაკო ყაზაიშვილზეც ისაუბრა.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

სლოვაკი სპეციალისტის თქმით, სერბეთთან საგოლე შანსის გამოუყენებლობისა და კრიტიკის გამო ყაზაიშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და თანადგომა სჭირდებოდა.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

"ხალხმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას პირადი პრობლემებიც ჰქონდა. ფეხბურთელს ყოველთვის გატანა უნდა. სერბეთის წაგებული მატჩის შემდეგ იგი ძალიან გააკრიტიკეს და ეს დღეები ვაკოსთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო.

შეხვედრის შემდეგ ყაზაიშვილი მომხდარს
ძალიან განიცდიდა, ფსიქოლოგიურად გატეხილი იყო, მთელი ღამე ტიროდა და ფაქტობრივად, არ ეძინა. ახლა მას ჩემი და ყველას თანადგომა სჭირდება.

თავადაც მსურდა, რომ ჩვენთან ყოფილიყო, ეთამაშა და ამით გამემხნევებინა. საქართველოს ნაკრებს კი მისი დონის ფეხბურთელები სჭირდება", - თქვა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 61 /
მაგან ერთხელ იტირა და ჩვენ 25 წელია გვატირებენ
lasha
29 მარტი 2017 12:38
0
ყველას აქვს პირადი პრობლემები და მაინც მივდივართ სამუშაოდ და ვასრულებთ და კრიტიკაც ნდა მიიღო
goga
29 მარტი 2017 12:33
0
ზოგადად ისეა საქართველოში ხალხი დაბოღმილი, რომ ერთი სული აქვთ ვინმე ისეთი ნახონ, ვისკენაც თითს გაიშვერენ და ერთად გადაუვლიან მერე. ეს პირველ რიგში თვითრეალიზაციის პრობლემის ბრალია. ვაკოა დღევანდელი ნაკრების ერთერთი ნათელი წერტილია და არ შეიძლება ერთი ხელის მოსით ყველაფერი დაივიწყო რაც უკეთებია.
giorgi
29 მარტი 2017 12:25
0
უელსთან მეკარესთან პირისპირ ვაკო კი არა მჭედლიძე გაიყვანეს
gocha
29 მარტი 2017 12:25
0
დიდი უმადურობაა ერთი მომენტის გამო ხაზი გადაუსვა ყველაფერს, რაც ვაკოს გაუკეთებია ნაკრებისთვის და ნეტავ მათ, ვინც ამის გამო ვაკოს აკრიტიკებს და მასზე აუგს ამბობს, თვითონ თუ გაუკეთებიათ ვაკოს მეასედი მაინც საკუთარი ქვეყნისთვის?
ქართველი
29 მარტი 2017 12:23
0
ქართველო ვაჟკაცებო ვინც სტადიონზე იგინებოდით და ნებისმიერ ჩვენ ფეხბურთელს აგინებდით 0ები ხართ! ცენზურა არ გამიშვებს კი იმ მომენტში მეც მაგრად გავღიზიანდი მაგრამ ფეხზე არ წამომდგარვარ და მთელი ძალით არავისთვის შემიგინებია 0ები ხართ 0!
svan
29 მარტი 2017 12:20
0
ებიჯო კალადზემ 2 გოლი გაგვიტანა და არ მოუკლია ტავი : ) ჯიგარი ხარ ვაკო არაუშავს
firanichi
29 მარტი 2017 12:12
0
ვაისი კი, კარგი ადამიანია მაგრა რა, ვაკომ არ უპასა და იტირა, მეორე უელსთან პირისპირ გავიყვანეს მეკარესთან და ვერ გაიტანა, მორჩა შესარჩევი ციკლი ამასობაში.
დათო
29 მარტი 2017 12:10
0
namdvilad. vakos ar chvevia egoistoba, magram xandaxan eg yvelas mosdis. vagiarot ro is erterti sauketeso fexburtelia nakrebistvis. warmatebebi mas. me piradad maqvs imis didi imedi rom bevrjer gagvaxarebs... daiviwye vako eg momenti da gulshematkivrebmac warsuls chavabarod es yvelaperi
nnnn
29 მარტი 2017 12:02
0
კარგი ადამიანია ვაისი
gocha
29 მარტი 2017 11:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული