"ვაკო ყაზაიშვილი მთელი ღამე ტიროდა და ფაქტობრივად, არ ეძინა"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე ვაკო ყაზაიშვილზეც ისაუბრა.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

სლოვაკი სპეციალისტის თქმით, სერბეთთან საგოლე შანსის გამოუყენებლობისა და კრიტიკის გამო ყაზაიშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და თანადგომა სჭირდებოდა.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

"ხალხმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას პირადი პრობლემებიც ჰქონდა. ფეხბურთელს ყოველთვის გატანა უნდა. სერბეთის წაგებული მატჩის შემდეგ იგი ძალიან გააკრიტიკეს და ეს დღეები ვაკოსთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო.

შეხვედრის შემდეგ ყაზაიშვილი მომხდარს
ძალიან განიცდიდა, ფსიქოლოგიურად გატეხილი იყო, მთელი ღამე ტიროდა და ფაქტობრივად, არ ეძინა. ახლა მას ჩემი და ყველას თანადგომა სჭირდება.

თავადაც მსურდა, რომ ჩვენთან ყოფილიყო, ეთამაშა და ამით გამემხნევებინა. საქართველოს ნაკრებს კი მისი დონის ფეხბურთელები სჭირდება", - თქვა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 61 /
ვახო ყველაფერი კარგად იქნება!სპორტული ცხოვრება და ხალხის ფსიქოლოგიან ეგრეა ,გაიტან მაგარი ხარ ,შეგეშლება რაიმე და იგივე ხალხი გინებას იწყებრნ,დაავიწყდათ უელსთან შენი თამაში,დაავიწყდათ ბევრი რაღაცა,მაგრამ შენ მატზე მაღლა უნდა იყო და დაუმტკიცო ამ ვიტომ ფანებს და ფეხბურთისა და კლავიატურის ,,ლომ პროფესორებს,, რომ შენ მაგარი ბიჭი ხარ,მე მჯერა შენი,წარმატებებს გისურვებ,ღმერთი შენთან!გაიხარე და გაგვახარე!
tazo
29 მარტი 2017 11:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული