სფფ ადასტურებს: ივნისში საქართველოს ნაკრები სენტ კიტსისა და ნევისის გუნდს უმასპინძლებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს 7 ივნისს ჩაატარებს. ჩვენი ნაკრები ამხანაგურ მატჩში სენტ კიტსისა და ნევისის გუნდს უმასპინძლებს.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც დაგვიდასტურეს. გადაწყვეტილი ამბავია, რომ მატჩი საქართველოში გაიმართება, თუმცა რომელ ქალაქში და რომელ სტადიონზე, ჯერჯერობით უცნობია.

სენტ კიტსი და ნევისი სახელმწიფოა კარიბის ზღვაში, რომელიც ორი მთავარი კუნძულისგან შედგება. მოსახლეობა სულ რაღაც 50 ათასი ადამიანია. ამის მიუხედავად, სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრები საქართველოზე (126) გაცილებით წინაა რეიტინგში - 73-ე ადგილზეა.

ასე რომ, 7 ივნისს საქართველოს ნაკრები სენტ კიტსისა და
ნევისის გუნდს დაუპირისპირდება, შემდეგ კი მოლდოვაში გაემგზავრება, სადაც 11 ივნისს ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ჯობია ესეთ გუნდებთან თამაში რეიტინგში მაინც წავალთ წინ სხვანაირად არაფერი გვეშველება
Lova
01:07 30-03-2017
0
ეს ქვეყანა თუ ვინმეს გაქვთ გაგონილი?მაგათი ფეხბურთი რა იქნება?ნორმალური გუნდი ვერ ნახეს.დაგვცინის ფედერაცია თუ რა არის არ მესმის.სირცხვილია ბოლოს და ბოლოს.
niko
01:50 30-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული