გიორგი არაბიძე: ეს ჩემთვის უბედნიერესი დღე იყო

AutoSharing Option
ალბათ, არც ერთი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში გუნდის დუბლშემადგენლობის მოთამაშეს არ იწვევენ, მაგრამ საქართველოს ნაკრები სხვა შემთხვევაა.

წლების წინათ, სწორედ ასე დააწინაურა იოჰან ბოსკამპმა 17 წლის ოთარ ხიზანეიშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი, რომლებიც თბილისის "დინამოს" დუბლების წევრები უფრო იყვნენ; 2009 წელს ექტორ კუპერმა მოსკოვის "სპარტაკის" დუბლშემადგენლობიდან 16 წლის ჯანო ანანიძე მიიწვია, ახლა კი ვლადიმირ ვაისმა შანსი 19 წლის გიორგი არაბიძეს მისცა...

დონეცკის "შახტარის" დუბლშემადგენლობის შემტევ ნახევარმცველს "ჯვაროსნებში" დებიუტი სერბეთთან შეხვედრაში ჰქონდა.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

ამ შეხვედრის შემდეგ
ვაისმა გულგატეხილმა ილაპარაკა, გიორგისთვის ნაკრები ცოტა ნაადრევი გამოდგაო, მაგრამ ლატვიასთან ისევ ათამაშა და არაბიძემ საქართველოს ნაკრების ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა მიითვალა და დუბლის გაფორმების შანსიც ჰქონდა.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

გულშემატკივარი ათასგვარია: ნაწილს მიაჩნია, რომ ჯარიმისა და კუთხურის კარგად შესრულება კარგია, მაგრამ ბევრი წერა ავნებს, ჯერ "შახტარის" ძირითადში უნდა დაიმკვიდროს ადგილი და ევროტურნირებზე თავი გამოიჩინოსო. არის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ მინიმუმ ჯარიმებისთვის ღირდა არაბიძის თამაში.

მაგრამ ლატვიასთან გიორგიმ თავი გამოიჩინა და ამის მიჩქმალვა უსამართლობა იქნებოდა. გიორგი არაბიძეს "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა და სანაკრებო დებიუტზე, გოლსა და სამომავლო გეგმებზე გველაპარაკა.

- ნაკრებში პირველი თამაშები ყოველთვის დიდი ემოცია და განცდაა...
- თანაც, ძალიან მაგარი ემოციაა, რასაც ვერაფერი შეედრება. ვლადიმირ ვაისს დიდი მადლობა მსურს გადავუხადო, ნაკრებში რომ მიმიწვია და შანსი მომცა. ეს ჩემთვის უბედნიერესი წუთები იყო. პირველი საგოლე გადაცემა და გოლი კი ისეთი ამბავია, ვერავინ ვერასოდეს დაივიწყებს, მით უფრო, ეს შენი გულშემატკივრის თვალწინ რომ ხდება. ხალხის მეხსიერებაში ხშირად ეს პირველი შთაბეჭდილება რჩება.

- პირველი თამაში კი სერბეთთან ჩაატარე. მათთან შებოჭილი ჩანდი...
- არა, შებოჭილი ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ უკვე ვაგებდით და სერბები მოგების შესანარჩუნებლად თამაშობდნენ. ასეთ დროს მოედანზე შესვლა და თავის გამოჩენა ძალიან ძნელია. თანაც, სერბები საკმაოდ უხეშობდნენ, მე კი ფეხი მტკიოდა და ფიზიკურად ისეთი მომზადებული არ ვიყავი, როგორც ტრავმამდე - ნაკრებში ჩამოსვლამდე 12 დღე გამიცდა, ბოლო 5 დღე ვივარჯიშე და ერთი თამაში ჩავატარე.

- საინტერესოა, საგოლე ჯარიმის დანიშვნის შემდეგ ნიკა კვეკვესკირს რაზე ელაპარაკებოდი? ჯარიმას რომელი შეასრულებდით?
- არა, ნიკამ, ჯარიმა გავათამაშოთო, მე კი ვუთხარი, დარტყმა აჯობებს-მეთქი.

- საერთოდ, ნაკრებში თავისუფლად იყავი?
- დიახ, რადგან ფეხბურთელებმა კარგად მიმიღეს, გამოცდილების თანადგომა კი ბევრს ნიშნავს. უმეტესობასაც აქამდეც ვიცნობდი.

- ახლა ყველას სურს, რომ არ გაჩერდე და "შახტარის" დუბლებიდან მთავარ გუნდში გადახვიდე. ამ კუთხით რა პერსპექტივას ხედავ?
- ყველაფერი ზაფხულში გამოჩნდება. მე უკრაინის პრემიერლიგაში თამაში მინდა და არა - დუბლებში. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, უკვე დროც არის, დიდების ფეხბურთში ვითამაშო. საამისოდ, ბევრს ვვარჯიშობ და თავს არ ვზოგავ. თუ ისევ არაფერი შეიცვლება, სავარაუდოდ, გუნდიდან წავალ. ვარიანტები არის და იმედია, ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება.

- რა ვარიანტები გაქვს?
- იგივე, რაც შარშან ზაფხულში იყო და კიდევ რამდენიმე გუნდი გამოჩნდა. მაგრამ რომელი უფრო რეალურია, დრო გვაჩვენებს და დაკონკრეტებას მოვერიდები. კარგი იქნება, რომ არა იჯარით, არამედ ტრანსფერის გამოსყიდვით გადავიდე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
უფალმა ულევი წარმატება და სიხარული მოგანიჭოს! მადლობა ძვირფასო, ძალიან გაგვახარე ბორჯომელი გულშემატკივრები, სულ გამარჯვებებით გევლოს.
იზა
31 მარტი 2017 11:24
0
დაბალია ძაან. ასე რომ სისწრაფეში და ფიზიკურ გამძლეობაში უნდა ამოქაჩოს რაღაც სასწაულად რომ ეფექტი იყოს.
sandro
31 მარტი 2017 09:42
0
ამ ბიჭს მადლობა უთხარიტ რომ უკრაინის ნაკრების ნაცვლად საქართველოს ნაკრებში თამაშობს!!!!! ბევრი გყავთ მისი დონის და ნიჭის?
წარმატებები!
31 მარტი 2017 03:08
0
თუ ფიზიკურად უფრო გაძლიერდები, ჭკუას და ტექნიკას ვერავინ წაგართმევს! მიაწექი "ფიზიკას".
კახელი პაპა
30 მარტი 2017 22:35
0
რატომღაც მაინც საუშუალო ევროპულ ჩემპიონატში თამაში ჯობია მე მგონი.შენი საქმის შენ იცი.წარმატებები
კახა ქირია
30 მარტი 2017 19:53
0
ეს ბიჭი დიდ ფეხბურთს ითამაშებს,კოჭებში ეტყობა :) ! წარმარებები ! შრომა,შრომა და შრომა !
პაატა
30 მარტი 2017 16:21
0
ვინმემ იცით რამდენია გიო სმაღლეში?
aburjga
30 მარტი 2017 16:19
0
ძალიან მიხარია გიო შენი წარმატება!!! გისურვებ მსოფლიო დონის ვარსკვლვი გახდე!! ყველა შანსი გაქვს ამის!!! ეს ორი წლის წინ ,,MIr Otel "-შიც გითხარი, მთელი "მალმე" რომ ათრიე აქეთ -იქით!!! აბა შენ იცი გიო!!! გაგვახარე!!!
დათო
30 მარტი 2017 15:50
0
შრომა უნდა გააგრძელოს თუ შახტარის ძირითად გუნდში არ გადაიყვანენ რაც იოლი საქმე ნამდვილად არაა ისეთ გუნდში უნდა მოხვდეს სადაც მუდმივი სათამაშო დრო ექნება,რუსეთის პრემიერ ლიგას არაფერს ვერჩი მაგრამ მისთვის საშუალო ევროპის დონის ლიგაში თამაში ზედგამოჭრილი იქნება ამ ეტაპზე,მერე კი დრო გამოაჩენს ყველაფერს,მას კარგი ფეხბუხბურთის თამაში ნამდვილად შეუძლია.
bebeto
30 მარტი 2017 15:50
0
იმედია არაბა აქ ჩამოთვლილებზე მეტს მიაღწევს თანაც გაცილეით.
jj
30 მარტი 2017 15:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული