უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა შეიცვალა

AutoSharing Option
2018 წლიდან უეფა "ერთა ლიგის" გათამაშებას იწყებს. ტურნირში ამ ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყნის ნაკრები ითამაშებს. რეიტინგების მიხედვით ნაკრებები ოთხ დივიზიონში გადანაწილდებიან.

ნაკრებები ლიგებში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ უეფას სანაკრებო კოეფიციენტების მიხედვით განაწილდებიან, ჯერჯერობით, კი ასეთი მდგომარეობაა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მატჩების შედეგად, კოეფიციენტებში ცვლილებამ ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე შეგვიცვალა - სომხეთი ერთი დივიზიონით მაღლა ავიდა, სამაგიეროდ კი ფინეთი დაქვეითდა.

თუ ბევრი არაფერი შეიცვალა შესარჩევი ციკლის ბოლომდე, ერთა ლიგაში ასეთი სტრუქტურა იქნება:

A ლიგა - გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, ინგლისი,
შვეიცარია, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ისლანდია, ბოსნია;

B ლიგა - ირლანდია, რუსეთი, ავსტრია, შვედეთი, სლოვაკეთი, უელსი, უკრაინა, ჰოლანდია, ჩრ. ირლანდია, ჩეხეთი, თურქეთი, უნგრეთი;

C ლიგა - საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვენია, ისრაელი, სერბეთი, დანია, ბულგარეთი, ალბანეთი, შოტლანდია, ჩერნოგორია, ნორვეგია, ლიტვა, აზერბაიჯანი, კვიპროსი, სომხეთი.

D ლიგა - ესტონეთი, ფინეთი, ბელორუსი, საქართველო, ფარერები, ლატვია, მაკედონია, ყაზახეთი, მოლდოვა, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, კოსოვო, მალტა, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი (ოთხ 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან).

- ერთა ლიგა - ევრო 2020-ზე მოხვედრის ყველაზე იოლი გზა საქართველოს ნაკრებისთვის

უეფა ამას ოფიციალურად ასე ხსნის: ტურნირი შეცვლის უმოტივაციო ამხანაგურ მატჩებს და ნაკრებებს გაუჩენს წინსვლის საშუალებას, ხოლო დივიზიონის გამარჯვებულები EURO 2020-ზე პირდაპირ მოხვდებიან. ამასთან, იმავე დივიზიონების გამარჯვებულები დაწინაურდებიან და მომდევნო გათამაშებას ზედა დივიზიონში დაიწყებენ. 

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
გაუგებარია თუ სურათსაც დააკვირდები, ვინ ვის ეთამაშება? რა ლიგა? რა დივიზიონი?!
ქომაგი
31 მარტი 2017 14:08
0
კვიპროსი სომხეთი აზერბაიჯანი ჩვენზე წინ არიან! ვაიმე! მრცხვენია!
luk
31 მარტი 2017 13:55
0
ამან შეიძლება მართლაც გვარგოს, წარმოიდგინეთ თავიდან ჩვენი რაგბისტები პირდაპირ რომ გრანდებთან შეეგდნენ გაგვანადგურებდენ 100 და მეტი ქულით ბიჭებს გული გაუტყდებოდა მაყურებელი ხელს ჩაიქნევდა დღეს რაგბი შეიძლება არც გვქონოდა.
საბონის
31 მარტი 2017 13:45
0
ანუ რაღაც კუთხით ბოლო კალათაში მოხვედრა ჯობია ვიდე ზემოთ, თუ შესარჩვში ვერაფერს მიაღწევ აქედან გაქვს შანსი :))
Irakli apkhaidze
31 მარტი 2017 13:14
0
ბილეთები როგორ დავჯავშნოთ ევრო2020-ზე?
მსქროლავი ტროლი
31 მარტი 2017 12:21
0
უფსკრულამდე დარჩა კიდევ რამე? ერთი კი კაია – ჩვენს ყველა მეზობელს და მათთან შერცხვენას ავცდით
მერაბი
31 მარტი 2017 12:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული