უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა შეიცვალა

AutoSharing Option
2018 წლიდან უეფა "ერთა ლიგის" გათამაშებას იწყებს. ტურნირში ამ ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყნის ნაკრები ითამაშებს. რეიტინგების მიხედვით ნაკრებები ოთხ დივიზიონში გადანაწილდებიან.

ნაკრებები ლიგებში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ უეფას სანაკრებო კოეფიციენტების მიხედვით განაწილდებიან, ჯერჯერობით, კი ასეთი მდგომარეობაა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მატჩების შედეგად, კოეფიციენტებში ცვლილებამ ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე შეგვიცვალა - სომხეთი ერთი დივიზიონით მაღლა ავიდა, სამაგიეროდ კი ფინეთი დაქვეითდა.

თუ ბევრი არაფერი შეიცვალა შესარჩევი ციკლის ბოლომდე, ერთა ლიგაში ასეთი სტრუქტურა იქნება:

A ლიგა - გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, ინგლისი,
შვეიცარია, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ისლანდია, ბოსნია;

B ლიგა - ირლანდია, რუსეთი, ავსტრია, შვედეთი, სლოვაკეთი, უელსი, უკრაინა, ჰოლანდია, ჩრ. ირლანდია, ჩეხეთი, თურქეთი, უნგრეთი;

C ლიგა - საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვენია, ისრაელი, სერბეთი, დანია, ბულგარეთი, ალბანეთი, შოტლანდია, ჩერნოგორია, ნორვეგია, ლიტვა, აზერბაიჯანი, კვიპროსი, სომხეთი.

D ლიგა - ესტონეთი, ფინეთი, ბელორუსი, საქართველო, ფარერები, ლატვია, მაკედონია, ყაზახეთი, მოლდოვა, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, კოსოვო, მალტა, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი (ოთხ 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან).

- ერთა ლიგა - ევრო 2020-ზე მოხვედრის ყველაზე იოლი გზა საქართველოს ნაკრებისთვის

უეფა ამას ოფიციალურად ასე ხსნის: ტურნირი შეცვლის უმოტივაციო ამხანაგურ მატჩებს და ნაკრებებს გაუჩენს წინსვლის საშუალებას, ხოლო დივიზიონის გამარჯვებულები EURO 2020-ზე პირდაპირ მოხვდებიან. ამასთან, იმავე დივიზიონების გამარჯვებულები დაწინაურდებიან და მომდევნო გათამაშებას ზედა დივიზიონში დაიწყებენ. 

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ბოლოდან მაინ ვიყოთ პირველები არ შეიძლება?
ზურა
23:51 31-03-2017
0
მშვენიერია ამხანაგური თამაშების ნაცვლად ეს ტურნირი იქნება, თუ ჩვეულებრივი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევიდან ვერ გავედიც რაც ჩვეულებრივი ამბავია, დამატებით გვექნება შანსი ამ ტურნირიდან მოვხვდეთ, რითი ხართ უკმაყოფილო? ამ შემთხვევაში გვაწყობს ბოლო ჯგუფში რო ვართ მოხვედრილების სუსტი მეტოქეები გვეყოლება.
gioo
22:50 31-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული