ნაკრებები ლიგებში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ უეფას სანაკრებო კოეფიციენტების მიხედვით განაწილდებიან, ჯერჯერობით, კი ასეთი მდგომარეობაა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო მატჩების შედეგად, კოეფიციენტებში ცვლილებამ ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე შეგვიცვალა - სომხეთი ერთი დივიზიონით მაღლა ავიდა, სამაგიეროდ კი ფინეთი დაქვეითდა.
თუ ბევრი არაფერი შეიცვალა შესარჩევი ციკლის ბოლომდე, ერთა ლიგაში ასეთი სტრუქტურა იქნება:
A ლიგა - გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, ინგლისი,
B ლიგა - ირლანდია, რუსეთი, ავსტრია, შვედეთი, სლოვაკეთი, უელსი, უკრაინა, ჰოლანდია, ჩრ. ირლანდია, ჩეხეთი, თურქეთი, უნგრეთი;
C ლიგა - საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვენია, ისრაელი, სერბეთი, დანია, ბულგარეთი, ალბანეთი, შოტლანდია, ჩერნოგორია, ნორვეგია, ლიტვა, აზერბაიჯანი, კვიპროსი, სომხეთი.
D ლიგა - ესტონეთი, ფინეთი, ბელორუსი, საქართველო, ფარერები, ლატვია, მაკედონია, ყაზახეთი, მოლდოვა, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, კოსოვო, მალტა, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი (ოთხ 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან).
- ერთა ლიგა - ევრო 2020-ზე მოხვედრის ყველაზე იოლი გზა საქართველოს ნაკრებისთვის
უეფა ამას ოფიციალურად ასე ხსნის: ტურნირი შეცვლის უმოტივაციო ამხანაგურ მატჩებს და ნაკრებებს გაუჩენს წინსვლის საშუალებას, ხოლო დივიზიონის გამარჯვებულები EURO 2020-ზე პირდაპირ მოხვდებიან. ამასთან, იმავე დივიზიონების გამარჯვებულები დაწინაურდებიან და მომდევნო გათამაშებას ზედა დივიზიონში დაიწყებენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"