"სამტრედიას" ფანკლუბი გამგეობას: იმედია, ეს პრობლემა მოგვარდება, თორემ სხვა ზომებს მივმართავთ!

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" ფანკლუბმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა. სამტრედიელი ფანები ქალაქის გამგეოგებას მოუწოდებენ გასვლით მატჩებზე გულშემატკივართა ტრანსპორტირება წელს ისევე უზრუნველყონ, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ.

"სამტრედიას" ფანკლუბ "მტრედების" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქალაქის გამგეობა უარს ამბობს გასვლით თამაშებზე დააფინანსოს საქართველოში საუკეთსო (უხუცესი გულშემატკივრების) ტრანსპორტირება, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ჩვენ და "სამტრედიის" მრავალრიცხოვანი გულშემატკივრები!!!

აქვე გვინდა, განმარტება გავაკეთოთ: აქ ლაპარაკი არ არის ჩვენზე, ანუ ფან კლუბზე. "მტრედებს" ყოველ გასვლაზე გვეხმარება გუნდი და მისი პრეზიდენტი! ლაპარაკი გვაქვს იმ ისტორიულ გულშემატკივრებზე,
რომლებიც თავის დროზე პროდუქტებით დატვირთული მიდიოდენ სტადიონზე, რათა ფეხბურთელები მშიერი არ ყოფილიყვნენ. უამრავი გულშემატკივარი საჭმლის ფულს იკლებს, მთელი დღე მშიერია, იმიტომ რომ გადაიხადოს ფული და საყვარელი გუნდს საგულშემატკივროდ გასვლაზე გაყვეს!!!

სხვა დიდ ქალაქებში ეხვეწებიან გულშემატკივრებს, რომ სტადიონზე მივიდნენ. სამტრედიაში პირიქითაა! მაგალითად, ქობულეთში უამრავ ადამიანს უნდოდა წამოსვლა. დილის 9 საათიდან გამოვიდა ქალაქში იმის იმედით, რომ წავიდოდა თამაშზე მაგრამ... ვისაც 2 კაპიკი ჰქონდა ჯიბეში, ისინი წავიდნენ, ვისაც არადა - გაბრუნდნენ სახლში!!! სირცხვილია!!!

მივმართავთ ქალაქის გამგეობას, ეს პრობლემა დაუყონებლივ მოაგვარონ, 5 აპრილს "საბურთალოსთან" თამაშისთვის გამონახონ სახსრები და გაუშვან გულშემატკივრები თბილისში (არამარტო ამ თამაშზე)!

იმედია, ეს პრობლემა მოგვარდება და 5-ში იქნება ტრანსპორტი, წინააღდეგ შემთხვევაში სხვა ზომებს მივმართავთ! ყველაფერს აქ საზღვარი!

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: "მტრედები"-ს ტრანსპორტირებაზე არგვაქ ლაპარაკი!!!

გაითვალისწინეთ: ეს ქალაქი და ეს ხალხი ცხოვრობს ფეხბურთით!!! ამ სიდუხჭირეში ერთი რამე აქვთ, რა დროსაც 90 წუთის მანძილზე ყველა პრობლემას ივიწყებენ და ნუ მოკლავთ ამ ქალაქში ფეხბურთის სიყვარულს!", - ნათქვამია განცხადებაში.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
jangosსკამის მეტი რაა პარკსში გადი და დაჯეკი რამდენიც ხანიც გინდა )))))მე კაპიკი შემოსავალი არ მაქ მარა როცა თამაშია ვიკლებ რაგაცა კაპიკებს და ჩემით დავდივარ თამაშზე.
pachka
01 აპრილი 2017 20:54
0
სახელმწიფო მეცველი ზროხა გგონიათ მტრედებს!!!!!!!!
gio
01 აპრილი 2017 16:44
0
jangos - დამწერს

უსინდისოდ ნუ იქცევი,იყო 2 მატჩი სამტრედიაში და არცერთზე არ მოსულა 600 -700 კაცზე მეტი,ესაა თავგადაკლული გულშემატკივრობა მცირე წვიმის და მცირე ქარის რომ გეშინიათ?
რაც არ უნდა უვარგისი იყოს გამგეობა, ეს სხვა საქმეა,რასაც აშავებს იმაში მოსთხოვეთ პასუხი,მაგრამ პრივილეგირებული ჯგუფის "ფეხბურთის მოყვარულების" უფასოდ სატარებლად ეს დროება წავიდა. ყველა კითხვა კლუბთან დასვით და იქ ეძებეთ გამოსავალი.
Jango
01 აპრილი 2017 13:14
0
რას ბაქიბუქობთ.რისი გამკეთებლები ხართ)))ყურადგებასაც არავინ მოგაქცევთ და ვერც ვერაფერს იზავთ .უყურეთ სახსჰი ტუ სასჰვალება არაგაქვთ და კიდე თუ გუნდს ჭირდება თქვენი გვერდსჰი დგომა იმათმა დაგაპინანსონ.
kaxelo
01 აპრილი 2017 12:40
0
ro idzaxi gamgeobaaa tavi daanebetoo.. ras miketebs gamgeoba gameci pasuxi... quchebi daugebelii arapers ar aketeben.. qalaqshi ro chamojde skami ar aqvt dadebuli da 90 kaci ro yavs tyuilad gapormebuli eg mainc moagvaron da xalxs tamashi ayurebinon. da rac sheexeba xelburts aravis ar ainteresebs eg sportiiii...
jangos
01 აპრილი 2017 12:24
0
ბალეშიკებმა ცოტა თვითონაც უნდა გაიკრან ჯიბეზე ხელი . ამ ლიგაზე თამაშს რო ვითხოვთ იქაც ვინმე დააფინანსებს?
fak
01 აპრილი 2017 11:13
0
ქალაქის იერსახეს მიხედოს გამგეობამ კლუბს აქვს დაფინანსება და კლუბმა მიხედოს მაგ საქმეს
nukri
01 აპრილი 2017 09:30
0
გამგეობა ვერ დაგეხმარებათ.კლუბს აქვს შესაბამისი სასხრები და კლუბმა უნდა დააფინანსოს.გამგეობას ისიც ეყოფა ნახევარი სამტრედიის ქუჩები 13 რაიონს რომ გავს.იმას მიხედოს ჯობია
nukri
01 აპრილი 2017 08:50
0
კომუნიზმია ამ 21ე საუკუნეში თუ რა უბედურებაა? რომელ ნორმალურ ქვეყანაში დაატარებს გინდ გამგეობა და გინდ კლუბი გულშემატკივრებს?
კოტე
01 აპრილი 2017 12:31
1
სულელური განცხადებაა მტრედების,არ უნდა აფინანსებდეს რაიონი ამ საქმეს,რიონმა წლების განმავლობაში ყველაფერი მოიკლო იმისათვის რომ მაგათ მეტნაკლებად დაფინანსება ჰქონოდათ.რატომ არ უნდა ატაროს მაშინ რაიონმა სხვა სპორტის მოყვარულები? განა ცუდად თამაშობენ სამტრედიელი ხელბურთელები?
მიმართეთ კლუბს და იმათმა იფიქრონ მაგაზე,გადაიბარეს კლუბი,ინვესტიცია არ მოაქვთ,ფონდის ფულზე არიან მხოლოდ და ახლა მათ კიდევ მაყურებლები უტარე აქეთ-იქეთ. უნამუსობაა ეგა.
Jango
01 აპრილი 2017 11:55
1

სიახლეები პოპულარული