"სამტრედიას" ფანკლუბი გამგეობას: იმედია, ეს პრობლემა მოგვარდება, თორემ სხვა ზომებს მივმართავთ!

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" ფანკლუბმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა. სამტრედიელი ფანები ქალაქის გამგეოგებას მოუწოდებენ გასვლით მატჩებზე გულშემატკივართა ტრანსპორტირება წელს ისევე უზრუნველყონ, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ.

"სამტრედიას" ფანკლუბ "მტრედების" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქალაქის გამგეობა უარს ამბობს გასვლით თამაშებზე დააფინანსოს საქართველოში საუკეთსო (უხუცესი გულშემატკივრების) ტრანსპორტირება, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ჩვენ და "სამტრედიის" მრავალრიცხოვანი გულშემატკივრები!!!

აქვე გვინდა, განმარტება გავაკეთოთ: აქ ლაპარაკი არ არის ჩვენზე, ანუ ფან კლუბზე. "მტრედებს" ყოველ გასვლაზე გვეხმარება გუნდი და მისი პრეზიდენტი! ლაპარაკი გვაქვს იმ ისტორიულ გულშემატკივრებზე,
რომლებიც თავის დროზე პროდუქტებით დატვირთული მიდიოდენ სტადიონზე, რათა ფეხბურთელები მშიერი არ ყოფილიყვნენ. უამრავი გულშემატკივარი საჭმლის ფულს იკლებს, მთელი დღე მშიერია, იმიტომ რომ გადაიხადოს ფული და საყვარელი გუნდს საგულშემატკივროდ გასვლაზე გაყვეს!!!

სხვა დიდ ქალაქებში ეხვეწებიან გულშემატკივრებს, რომ სტადიონზე მივიდნენ. სამტრედიაში პირიქითაა! მაგალითად, ქობულეთში უამრავ ადამიანს უნდოდა წამოსვლა. დილის 9 საათიდან გამოვიდა ქალაქში იმის იმედით, რომ წავიდოდა თამაშზე მაგრამ... ვისაც 2 კაპიკი ჰქონდა ჯიბეში, ისინი წავიდნენ, ვისაც არადა - გაბრუნდნენ სახლში!!! სირცხვილია!!!

მივმართავთ ქალაქის გამგეობას, ეს პრობლემა დაუყონებლივ მოაგვარონ, 5 აპრილს "საბურთალოსთან" თამაშისთვის გამონახონ სახსრები და გაუშვან გულშემატკივრები თბილისში (არამარტო ამ თამაშზე)!

იმედია, ეს პრობლემა მოგვარდება და 5-ში იქნება ტრანსპორტი, წინააღდეგ შემთხვევაში სხვა ზომებს მივმართავთ! ყველაფერს აქ საზღვარი!

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: "მტრედები"-ს ტრანსპორტირებაზე არგვაქ ლაპარაკი!!!

გაითვალისწინეთ: ეს ქალაქი და ეს ხალხი ცხოვრობს ფეხბურთით!!! ამ სიდუხჭირეში ერთი რამე აქვთ, რა დროსაც 90 წუთის მანძილზე ყველა პრობლემას ივიწყებენ და ნუ მოკლავთ ამ ქალაქში ფეხბურთის სიყვარულს!", - ნათქვამია განცხადებაში.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
გამგეობა ვერ დაგეხმარებათ.კლუბს აქვს შესაბამისი სასხრები და კლუბმა უნდა დააფინანსოს.გამგეობას ისიც ეყოფა ნახევარი სამტრედიის ქუჩები 13 რაიონს რომ გავს.იმას მიხედოს ჯობია
nukri
08:50 01-04-2017
0
ქალაქის იერსახეს მიხედოს გამგეობამ კლუბს აქვს დაფინანსება და კლუბმა მიხედოს მაგ საქმეს
nukri
09:30 01-04-2017
0

სიახლეები პოპულარული