საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" "უფას" დაუპირისპირდა, ანგარიშით 1:0 მოუგო და თასის ფინალში გავიდა. კვირკველია მოსკოველთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის დასრულების შემდეგ "ლოკომოტივის" მწვრთნელ იური სიომინს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ქართველი მცველიც უხსენეს.
- სანამ ჩორლუკა ტრავმირებულია, ძირითად გუნდს კარგად ერგება კვირკველია.
- ჩვენთან ქართველები ყოველთვის კარგად თამაშობენ. როგორც კი ქართველი მოდის, რაღაცას აუცილებლად ვიგებთ!
თასის მეორე ფინალისტი ხვალ გაირკვევა. ერთმანეთს ყაზანის "რუბინი" და "ურალი" დაუპირისპირდებიან.