სიომინი: როცა "ლოკომოტივში" ქართველი მოდის, რაღაცას აუცილებლად ვიგებთ!

AutoSharing Option
5 აპრილს რუსეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" "უფას" დაუპირისპირდა, ანგარიშით 1:0 მოუგო და თასის ფინალში გავიდა. კვირკველია მოსკოველთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ "ლოკომოტივის" მწვრთნელ იური სიომინს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ქართველი მცველიც უხსენეს.

- სანამ ჩორლუკა ტრავმირებულია, ძირითად გუნდს კარგად ერგება კვირკველია.
- ჩვენთან ქართველები ყოველთვის კარგად თამაშობენ. როგორც კი ქართველი მოდის, რაღაცას აუცილებლად ვიგებთ!

თასის მეორე ფინალისტი ხვალ გაირკვევა. ერთმანეთს ყაზანის "რუბინი" და "ურალი" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვისაც თამაში შეუძლია ათამაშებენ ვისაც არ შეუძლია არ ათამაშებენ. რუსეთი საქართველო კი არ არის მამიკოს ბიჭებით და პარტიის აქტივისტებით რომ ადგენენ მოთამაშეების სიას
ზურა
23:10 06-04-2017
0
ზოგიერთი კომენტარების ვერაფერი გავიგე.ჩვენ ბიჭებს როცა არ ათამაშებენ იძახით რუსები კარიერას უნგრევენო.აგერ სიომინმა წამოიყვანა ეს კაცი აქებს, ადიდებს, სულ ძირითადში ყავს და მაინც უკყმაყოფილოები ხართ,ზოგი იძახის შოვინისტიო,ზოგმა რუსულ საქმეებს აკეთებინებსო ქართველებს,მოკლედ ვერ გავიგე რა გინდათ ზოგიერთებს.
თენგო
17:56 06-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული