სიომინი: როცა "ლოკომოტივში" ქართველი მოდის, რაღაცას აუცილებლად ვიგებთ!

AutoSharing Option
5 აპრილს რუსეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" "უფას" დაუპირისპირდა, ანგარიშით 1:0 მოუგო და თასის ფინალში გავიდა. კვირკველია მოსკოველთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ "ლოკომოტივის" მწვრთნელ იური სიომინს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ქართველი მცველიც უხსენეს.

- სანამ ჩორლუკა ტრავმირებულია, ძირითად გუნდს კარგად ერგება კვირკველია.
- ჩვენთან ქართველები ყოველთვის კარგად თამაშობენ. როგორც კი ქართველი მოდის, რაღაცას აუცილებლად ვიგებთ!

თასის მეორე ფინალისტი ხვალ გაირკვევა. ერთმანეთს ყაზანის "რუბინი" და "ურალი" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვისაც თამაში შეუძლია ათამაშებენ ვისაც არ შეუძლია არ ათამაშებენ. რუსეთი საქართველო კი არ არის მამიკოს ბიჭებით და პარტიის აქტივისტებით რომ ადგენენ მოთამაშეების სიას
ზურა
06 აპრილი 2017 23:10
0
ზოგიერთი კომენტარების ვერაფერი გავიგე.ჩვენ ბიჭებს როცა არ ათამაშებენ იძახით რუსები კარიერას უნგრევენო.აგერ სიომინმა წამოიყვანა ეს კაცი აქებს, ადიდებს, სულ ძირითადში ყავს და მაინც უკყმაყოფილოები ხართ,ზოგი იძახის შოვინისტიო,ზოგმა რუსულ საქმეებს აკეთებინებსო ქართველებს,მოკლედ ვერ გავიგე რა გინდათ ზოგიერთებს.
თენგო
06 აპრილი 2017 17:56
0
სიომინს ევასება ქართული სტილი და ქართველი ფეხბურთელები
maxa
06 აპრილი 2017 16:09
0
საბა მართლა კარგად მოერგო ლოკოს. ძალიან საპასუხისმგებლო დაცვის ცენტრში დგას სამ მცველიან ტაქტიკაში. კარგი იქნება რუბინი თუ ვერ გავა ფინალში და ლოკო თას აიღებს, ახია მაგათზე.
kika
06 აპრილი 2017 14:10
0
საბა ისედაც ერთ-ერთი საუკეთესო მცველია რუსეთში, თუ ერთად ერთი არა. რაც შეეხება სიომინს რბილი ეკალია, იცის როგორ გამწუროს ქართველები რუსების სამსახურში.
gizog
06 აპრილი 2017 12:43
0
კარგი იქნება რუბინთან ფინალი
მაიხედე აქეთ
06 აპრილი 2017 12:16
0
სიომინი არის მაგარი კაცი !!! ქართველებთან მაგრად არის . მის გუნდში ყოველთვის იყვნენ ქართველები (ასასთიანი , ჯანაშია,აშვეთია,დემეტრაძე,მუჯირი,) გუშინ რომ ითამაშა კვირკველიამ . ას თუ გააგრძელა , რუსეთში საუკეთესო იქნება!!
ჯონი
06 აპრილი 2017 11:41
0
მდააა... არ ჩანს ეს კაცი--სიომინი დერჟიმორდა შოვინისტი...
status quo
06 აპრილი 2017 08:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული