[კოტე გოგიშვილის აზრები] ზონის კანონები თუ კაცის კაცობა?

AutoSharing Option
ყოველი სანაკრებო თამაში თემაა განსჯისთვის - სად და რატომ მოხდა? ვინ და როგორ ითამაშა? სტრატეგია და ტაქტიკა. თამაშის ორგანიზაცია და შესრულების ხარისხი. მწვრთნელი და მოთამაშე. მიზეზი და შედეგი...

მოკლედ, ბევრი რამეა ისეთი, რაზედაც მსჯელობა შეიძლება.

ერთი რამ კატეგორიულად ცალსახაა - არ უნდა დადგეს საკითხი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ყოფნა-არყოფნისა, რადგან: საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა ფეხბურთელებშია და არა მწვრთნელში.

ასე იყო აქამდეც - უფრო სწორად, ასეა, დიდი ხანია.

სერბეთთან წავაგეთ. გარდამტეხი მომენტი ვაკო ყაზაიშვილისა იყო - ჯობდა პასი, ვიდრე დარტყმა. ლოგიკურია იმ
ხალხის მოსაზრება, ვინც თვლის, რომ სერბები 0:2-ს ვეღარ "ამოქაჩავდნენ".

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

თუმცა, საფეხბურთო "ოქროს წესია" - რაც მინდორზე ხდება, მინდორზევე რჩება და როგორი გულდასაწყვეტიც უნდა იყოს ვაკოს მიერ ჯანოსთვის მიუცემელი პასი, ყველაფრის ამ მომენტზე აკინძვა მიუღებელია.

მთავარია, ამ მომენტიდან სათანადო დასკვნები გაკეთდეს და "არასწორ გოლს" "სწორი პასი" ამჯობინონ, ყაზაიშვილმაც და სხვებმაც - მერე აღარ ჩაირთვება ხოლმე დაუწერელი კანონი: ვერ გაიტან, გაგიტანენ!

ამაზე, როგორც კონკრეტულ პრობლემაზე, მოვრჩეთ და ზოგად სირთულეებზე ვისაუბროთ - ეს უფრო მთავარია.
ვაისის ფორმაციის ნაკრებს ყველაზე მეტად თამაშის კონცენტრაციასა და ორგანიზაციაში უჭირს. როგორღაც წელიწადზე მეტია, გაიწელა ეს საქმე.

ამის მთავარი მიზეზი ის უნდა იყოს, რომ საქართველოს ნაკრებს არა ჰყავს ფეხბურთელთა ის ჯგუფი, რომელსაც გუნდის ბირთვს ვუწოდებთ.

დიდ ნოდარ ახალკაცს მიაჩნდა, რომ ეს უნდა იყოს, მინიმუმ, 7 მოთამაშისგან შექმნილი ხერხემალი, რომელიც "აიტანს" დანარჩენ ოთხს და გუნდს ნებისმიერ შემთხვევაში ექნება თავისი ხელწერა, არ იარსებებს შეთამაშების პრობლემა და, შესაბამისად, არ იქნება პრობლემები თამაშის ორგანიზებისას.

სამწუხაროა, მაგრამ არახალი - უკვე წლებია, საქართელოს ნაკრებს ამგვარი ბირთვი არ ჰყავს. მაქსიმუმ, 3-4 ფეხბურთელი თუ მოიძებნება, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს. სხვა პოზიციებზე კი ყველაფერი ლაგდება იმის მიხედვით, თუ ვინ სად "გაისროლა", ან ვის სად "გაუვარდა".

როგორ მწარედაც უნდა ჟღერდეს, ეს რეალობაა.

რაც შეეხება სათამაშო კონცენტრაციას, ესეც ძველი პრობლემაა. ჩვენები ყოველთვის უკეთ იწყებდნენ და მერე დუნდებოდნენ. ალბათ, ამის გამოა, ამდენი გოლი რომ გაგვიშვია ტაიმების ბოლოსკენ და ამ პრობლემის კიდევ ერთი დასტური იყო სერბების პენალტი "გასახდელში"...

ფეხბურთი მარტივი და ლოგიკური თამაშია. ვინც კი სერბების მეორე და მესამე გოლების ჩანაწერს გადახედა, უთუოდ დაინახავდა ტყუპისცალივით მსგავს კადრებს - სერბთა ორი შემტევის აქტიურობა შვიდი ქართველი "ხელისშემშლელის" ფონზე.

დიახ, დროებით დავივიწყოთ, ვინ წამოიწყო და ვის შეცდომას მოჰყვა გოლები გიორგი ლორიას კარში: ხაზგასასმელი ისაა, რომ ორივე შემთხვევაში, ორმა სერბმა შვიდ ქართველში გაითამაშა საგოლე კომბინაცია.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვაისს ვინმემ რამე ასწავლოს საქართველოში - სხვა თუ არაფერი, უხერხულია და პლუს, "ჯვაროსნებთან" გვაქვს საქმე - აქ სამსახური ნებისმიერი მწვრთნელისთვის ელექტროსკამად იქცა.

უბრალოდ, მახსენდება, თუ რამდენი დრო დახარჯა ზონური დაცვის სწავლებაზე იოჰან ბოსკამპმა (და ეს მაშინ, როცა გაცილებით კვალიფიციურ ფეხბურთელებთან უხდებოდა მუშაობა, ვიდრე ვაისი და მისი ფორმაციის გუნდია). არ ვიტყვი, რომ არაფერი გამოუვიდა, მაგრამ რაც გამოუვიდა, დიდი რამე არ ყოფილა, უფრო ცუდი იყო, ვიდრე კარგი...

ვფიქრობ, ამ მხრივ, დღემდე ბევრი ვერაფერი ბიჭები ვართ: ზონური დაცვა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საფეხბურთო კომპონენტებს, როგორიცაა ზონის ჩაკეტვა, დაზღვევა, კოორდინაცია, ბურთის და მეტოქის კონტროლი, აზროვნების და შესრულების სისწრაფე. ეს ყველაფერი ავტომატიზმამდე უნდა იყოს დაყვანილი, გაფიქრებისა და შესრულების თანხვედრამდე და...

ვერ ვახერხებთ ამას.

ეგებ, პერსონალური მიდგომა სჯობდეს? ამაში ხომ ძველმოდური ან სასირცხვილო არაფერია და დავალებაც გაცილებით გასაგები იქნება ჩვენი დაცვის ბიჭებისთვის. მით უმეტეს, თანამედროვე ფეხბურთში ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, ინდივიდუალური უპირატესობით ცდილობდეს ფონს გასვლას და პერსონალური მეურვეობისას პოზიციურ ბრძოლას რაც შეეხება, აქ მეტი შანსია, თანაგუნდელმა დაგაზღვიოს, ვიდრე ზონური დაცვისას - როცა ყველას თავისი ზონის "მუღამი კლავს".

ვიმეორებ: ეს არ არის რეცეპტი, ეს არის თემა განსჯისთვის.

უბრალოდ, როცა ათეული წლების მანძილზე გესმის ძოძუაშვილისა და ჯაიჩის, კეტაშვილისა და რომარიოს, ყიფიანისა და ბრუკინგის, კალაძისა და ფიგუს (კიდევ შეიძლება ჩამოთვლა) ორთაბრძოლების შესახებ, იმასაც ფიქრობ, რომ ეგებ ასეთი ვარიანტი ჯობია "ზონის კონტროლს"...

გასაგებია, რომ ამ ფორმაციის ნაკრებს გაცილებით მეტი პრობლემები აქვს ინდივიდუალური კარიერებიდან გამომდინარე, მაგრამ როცა ორ ფეხბურთელს მეტი გაქანება აღმოაჩნდება ხოლმე, ვიდრე შვიდს...

ამაზე ღიმილის ბიჭებიც აღარ იცინიან.

რაც შეეხება თამაშის რიტმიდან ამოვარდნას და სტაბილური სათამაშო კონცენტრაციის უქონლობას, ამაზე რბილი კატეგორიულობით რევაზ ძოძუაშვილმა თქვა "ლელოსთან" ინტერვიუში - ბიჭები ჯერაც ვერ არიან სათანადოდ პროფესიონალებიო...

- რევაზ ძოძუაშვილი: ეს სიტყვები საბოლოოდ უნდა ამოვიგდოთ თავიდან...

პროფესიონალიზმს ავტომატიზმამდე მისული მოქმედებები მოაქვს 90 წუთის განმავლობაში და კიდევ არითმიული თამაშის ცოდნა.

ვინ შეიძლება ეს მოახერხოს და თამაშის ტემპი აკონტროლოს სიტუაციიდან გამომდინარე? ჯერჯერობით, მხოლოდ ჯანო ანანიძემ - სამწუხაროდ, მხოლოდ ის იღებს ხოლმე უმეტესად სწორ გადაწყვეტილებებს და მომენტებიდან გამომდინარე, კონცენტრირებულია.

საშუალო დონეზე ამას ვაკო ყაზაიშვილი, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და ვაკო გვილიაც ახერხებენ, მაგრამ ეს "საშუალო" რომ არ არის საკმარისი, ტაბლო აჩვენებს.

მეტი ფიქრია საჭირო, თორემ ვაისი და ბიჭები რომ მუშაობენ, მჯერა.

ცალკე საკითხია ისიც, რომ ნაკრებში, თუნდაც ათდღიანი შეკრებით, ფეხბურთელი ვერ გაიზრდება. ასეთი შეკრება ორი ან სამი შეიძლება იყოს წელიწადში და დანარჩენი დრო?

განა, თითოეულმა მოთამაშემ სხვებზე ნაკლებად იცის საკუთარი მინუსები? განა, როგორ უნდა იმუშაონ, ესწავლებათ? ან იქნებ მაგალითებია ცოტა?

აგერ, ქართული, ფაჩულიასებური გავიხსენოთ - კაცი ათ წელზე მეტია ჩვენი კალათბურთის სიმბოლოდ იქცა და საშუალო მანძილიდან სროლების მასწავლებელს ეთხოვა დირკ ნოვიცკის.

პროფესიონალიზმიც ეს უნდა იყოს - სწორი ანალიზი და შრომის ნიჭი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
რა უაზრო სტატიაა! -მწვრთნელმა ვერ მოიგო შესარჩევის ვერცერთი თამაში, უმეტესობა წააგო და ის უნდა დარჩეს?! თუ ფერხბურთელები არ მოგწონთ და არ მოსწონს მწვრთნელსაც, მაშინ უნდა გამოიძახოს ის ვინც არ ღორობს ბურთზე, სტაბილურად თამაშობს თავის გუნდში და არ ხეხავს სათადარიგოთა სკამს!
ბასა
15 აპრილი 2017 20:23
0
ფაჩულიას მაგალითი მაგარი მოიყვანეთ. სასაცილოა ცოტა. ჯერ ერთი, დერკ ნოვიცკი ნბა-ს ლეგენდაა ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, რომელსაც ლერი ბერდს და თიმ დანკანს უყენებენ გვერდით და მისგან რჩევის მიღება დიდი ამბავი არავისთვის არის. მით უმეტეს ზაზასთვის, რომელიც საშუალო დონის მოთამაშე ან არის, ან არა. მეორეც, ზაზას პროფესიონალიზმზე მეტად თავდადება აქვს, თორემ, სროლის დამუღამებას 10 წლის მერე კი არ უნდა ცდილობდეს კაცი. ზაზას ხელწერა რა არის? რა მოძრაობა გააჩნია ზაზას, რომლის მიხედვითაც იტყვი, რომ ეს არის ზაზას გეიმი??
odala
15 აპრილი 2017 19:00
0
ტრინერმა უნდა გამოიდზახოს 90 წუტიანი მოტამშე ფეხბურტელ და ყველა მოინდომებს, ვინც 15 წუტი ტამშობს ტავის გუნდებში ოქრი და მაგნირები უფრო მოუმატებენ. ვაისა უნდა წავიდეს, ეს შესარჩევი დამტავრდა ნაკრებისტვის, შემდეგი შსარჩევი იწყება 2018 სექტემბერში და პირველივე ტამში რომ წაგოს ან ნიჩია იტამშოს ორმაგდ ჩაუსაფრდებიან ბალეჩიკები ვაისას, დაგავიწყდატ ქეცბაია, ჩვენი ფეხბურტი დამოკიდებულია იმ დროს როგორ ფორმაში იკნებიან ფეხბურტელები და არა ვაისაზე...
simartle
15 აპრილი 2017 18:52
0
აზროვნების და შესრულების სისწრაფე აკლიათო და ვინ უნდა ასწავლოს ისიც გვითხარით
1,2,3,5,8...
15 აპრილი 2017 16:44
0
ნაკრებში უნდა ითამაშოს იმან, ვისაც სტაბილური 90 წუთიანი პრაქტიკა აქვს მის გუნდში და ეროვნული ჩემპიონატიდან არც ერტი ფეხბურთელი არ უნდა ათამაშო. ისე ყაზაიშვილის არ იყოს კაჭარავასაც არ უყვარს პასის გაკეტება, ერთი ას პროცენტიანი საგოლე პასი არც მაგან არ მისცა ჯანოს, თორე გოლი იყო. არც ასეთი ... არ უნდა ათამაშო, ან პასი უნდა ასწავლო და კარგად გაროზგო
დათუნა
15 აპრილი 2017 16:21
0
ქართულის ნიმუშია---სროლების მასწავლებელს ეთხოვა დირკ ნოვიცკის...რისი თქმა უნდა ვერ გავიგე....
status quo
15 აპრილი 2017 14:36
0
გადახედეთ ვის იწვევენ, ვინ სად თამაშობს და შედეგი საიდან იქნება? ნაკრების ბურჯები ხეხავენ სკამებს ან საერთოდ განაცხადში ვერ ხვდებიან. ერთხელ მაინც დაუძახეთ ისეთ ხალხს, ვინც სტაბილურად თამაშობს და სათამაშო პრაქტიკა აქვთ. რაც დრო გადის ვრწმუნდები ფედერაციას ურჩევნია ისეთებს დაუძახოს, ვინც ან სარფიანად შიეძლება გაიყიდოს ან მათთან ვასვასობენ. ამიტომ გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს.
lexa
15 აპრილი 2017 14:10
0
ფუტზალის ბიცჰებს რაც აკლიათ ის აქვთ ამათ .და ამათ რაც აკლიათ ის იმათააქვტ)) ფულზე და მონდომებაზეა საუბარი
kkkk
15 აპრილი 2017 13:56
0
გაასაჯაროვეს თავიდანვე და ცხადაძის ხელფაზზე გაცილებით ნაკლებია
xorxe
15 აპრილი 2017 13:43
0
erovnuli nakrebi kvelasatvis satakvanoa.
Magram hvens fexburtelebs ar aaqvt da akliat stored is ragac rac uxvad aaqvt futzalis nakrebis bihebs.
S.P
15 აპრილი 2017 12:58
0

სიახლეები პოპულარული