ხორვატები თბილისში უძლიერესი შემადგენლობით მოდიან

AutoSharing Option
ხორვატიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა სლავენ ბილიჩმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 26 მარტს საქართველოსთან ოფიციალური და 29 მარტს საფრანგეთთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა. თუ იქამდე ვინმე არ დაუშავდათ, ხორვატები თბილისს ფაქტობრივად, უძლიერესი შემადგენლობით ეწვევიან. გამონაკლისი მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნის" დიდი ხნის წინ დაშავებული თავდამსხმელი ივიცა ოლიჩია.

მეკარეები: ვედრან რუნიე (ლანსი), სტიპე პლეტიკოშა (ტოტენჰემი), დანიელ სუბაშიჩი (ჰაიდუკი);
მცველები: ვედრან ჩორლუკა (ტოტენჰემი), იოსიპ შიმუნიჩი (ჰოფენჰაიმი), დანიელ პრანიჩი (ბაიერნი), ივან სტრინიჩი (დნიპრო), გორდონ შინდენფელდი (შტურმი), დეიან ლოვრენი (ლიონი), შიმე ვრსალკო (დინამო, ზაგრები);
ნახევარმცველები: დარიო სრნა (შახტარი),
ლუკა მოდრიჩი, ნიკო კრანჩარი (ორივე - ტოტენჰემი), ივან რაკიტიჩი (სევილია), ოგნიენ ვუკოიევიჩი (დინამო, კიევი), ტომისლავ დუიმოვიჩი (დინამო, მოსკოვი), ივო ილიჩევიჩი (კაიზერსლაუტერნი), ივან პერიშიჩი (ბრიუგე), მილან ბადელი (დინამო, ზაგრები);
თავდამსხმელები: მლადენ პეტრიჩი (ჰამბურგი), ედუარდო (შახტარი), ნიკიცა იელავიჩი (რეინჯერსი).

კიდევ ოთხი ფეხბურთელი ბილიჩს რეზერვში ჰყავს და საჭიროების შემთხვევაში გამოიძახებს. ესენი არიან: მცველი მანუელ პამიჩი (სპარტა, პრაღა), ნახევარმცველი დომაგოი ვიდა (ბაიერი) და თავდამსხმელები - სრდიან ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი) და მარიო მანძუკიჩი (ვოლფსბურგი).






.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მობრძანდნენ, დავხვდებით.
puma
11:44 11-03-2011
0

სიახლეები პოპულარული