იაშვილი ჯიქიაზე: გინდათ ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც თავისი ქვეყანა არ უყვარს?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გიორგი ჯიქიას შესახებ ისაუბრა.

"ჯიქიას 20-ჯერ ველაპარაკე. ლევანიც ელაპარაკა. როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ნაკრებს, ყველა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გულით. ასეთი ფეხბურთელი გინდათ, რომელსაც თავისი ქვეყანა არ უყვარს? ჯიქიასთვის კი გუნდის მოძებნის შეთავაზება არ ყოფილა.

ყველას ბევრჯერ ვესაუბრე და შევხვდი. ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ და არ უნდა მივცეთ ფეხბურთელებს საშუალება, ნაკრებს წაუყენონ ულტიმატუმი. ნაკრებში თამაში უნდა იყოს მიზანი. ჯანო მიუდგა გულით, ჩამოვიდა და ითამაშა, ისიც რუსეთში თამაშობს", - თქვა იაშვილმა.

-
კობიაშვილი ჯიქიაზე: პასპორტს ერთ დღეში გავუკეთებდით თუ ჩამოვიდოდა


ლექსო ნაბახტეველი სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 31 /
რის აჟიოტაჟი, რა აჟიოტაჟი? ალბათ ჟურნალისტებმა შეეკითხენ და მათაც უპასუხეს. ზოგიერთს კი ქუჩაშიც არ გაგივლია, სკოლაშიც ოროსანი იყო, აზრზე არ არის რაზეა ბაასი. ჩიხურაში თამაში კი არაო, არამედ ნაკრებიოოო. აი იაშკას და კობის ნაკრებში არ ჩამოსვლას ან უჯიგროდ თამაშს ვერავინ დაწამებს.
alexandre
26 აპრილი 2017 11:55
0
ფეხბურთის ფედერაცია რა შუაშია ფეხბურთელის გაზრდასთან ამდენი აკადემიებია და ქვეყნის ფულს რო ჭრიან გაზარდონ მაგათმა აპა რისთვის ააქვთ სკოლები გახსნილი მარტო მაყუთის საშოვლელად.დდ ოეე
qutaiseli
26 აპრილი 2017 10:57
0
შენ თვითონ რატომ არ დარჩი საქართველოში ? გეთამაშა "ჩიურაში" ან"დილაში".გერმანიაში რა გინდოდა? კაცს სადაც უნდა იქ ითამაშებს და ეს ურა პატრიოტობა არ გინდათ რაა.
mixo
26 აპრილი 2017 10:49
0
ერთი უბრალო ფეხბურთელის გულისთვის ამდენი ალიაქოთი არ მახსოვს რა არუნდა ამ კაცს აწყობილი ცხოვრების მოშლა და რას ეტენებით ვერ გავიგე რო ქონოდა სურვილი საქართველოს ნაკრებში თამაშის არც პრობლემა ექნებოდა ასე რო არაფლის გულისთვის ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტი მგონია და უადგილოც.
qutaiseli
26 აპრილი 2017 10:16
0
ოცდამეერთეჯერ რომ დაურეკოთ და დაგთანხმდეთ, ათამაშებთ ნაკრებში? თუ არ უნდა ალბათ მიზეზი აქვს კაცს, დაანებეთ კაცს თავი,იმიტომ რომ ფეხბურთი ბიზნესი გახდა. ყველა თქვენ თქვენ ცხოვრებას იწყობთ. არავის არ გადარდებთ იქ ზემოთ რომ ხართ მოკალათებული რაიმე ეროვნული, კალაძის თამადობით. ასე რომ გეყოფათ ხალხის დაბოლება.
კოლხი
26 აპრილი 2017 09:25
0
გენაცვალე ანანიძე ნამდვილი ქართველი ხარ
jano ananidzes venacvale
26 აპრილი 2017 08:29
0
ხოო რა პრობლემა?? გადასულიყო ბარსაში ან რეალში. რათქმაუნდა! აბა რაა. ეგ როგორ ვერ მოიფიქრა
.
26 აპრილი 2017 00:04
0
სფფს-ს იმის თავი და მგონი არც სურვილი აქვს რომ საქართველოში ნახონ და აღზარდონ ნაღდი ფეხბურთელები დ სხვის გაზრდილებს ეძებენ- ასე ხომ უფრო ადვილია
მურთაზი
25 აპრილი 2017 21:49
0
რახან ჯიქიაა ამიტომ საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოს?მარტო გვარი არა მთავარი.ეგრე ოთარ კუშანაშვილი ქუთაისიდანაა და თქვენ ქართველი გგონიათ.ასე რომ გვარით არ განისაზღვრება ქართველობა.და საერთოდ, სადაც გული მიუცევს იქ ითამაშოს,რად უნდა 23დარეკვა.24დარეკილზე რომ ჩამოსულიყო კმაყოფილი იქნებოდით
კახა ქირია
25 აპრილი 2017 18:32
0
რომ წერთ რუსულ კლუბებში საკმზე დასვამდნენ და აღარ ათამაშებდნენო, რუსულ გუნდების გარდა სხვაგან ვეღარ ითამაშებდა?თუ არ ჰქონდა საკუთარი თავის იმედი რომ საქართველოს მოქალქეობის შემთხვევაში იშრომებდა ბევრს საკუთარ თავზე და მოხვდებოდა სასტავში? ფეხბურთი ბიზნესია დღეს კი, მაგრამ სამშობლო ყველაფეზე მაღლა დგას.
ფაშა ძლიერი
25 აპრილი 2017 17:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული