იაშვილი ჯიქიაზე: გინდათ ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც თავისი ქვეყანა არ უყვარს?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გიორგი ჯიქიას შესახებ ისაუბრა.

"ჯიქიას 20-ჯერ ველაპარაკე. ლევანიც ელაპარაკა. როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ნაკრებს, ყველა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გულით. ასეთი ფეხბურთელი გინდათ, რომელსაც თავისი ქვეყანა არ უყვარს? ჯიქიასთვის კი გუნდის მოძებნის შეთავაზება არ ყოფილა.

ყველას ბევრჯერ ვესაუბრე და შევხვდი. ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ და არ უნდა მივცეთ ფეხბურთელებს საშუალება, ნაკრებს წაუყენონ ულტიმატუმი. ნაკრებში თამაში უნდა იყოს მიზანი. ჯანო მიუდგა გულით, ჩამოვიდა და ითამაშა, ისიც რუსეთში თამაშობს", - თქვა იაშვილმა.

-
კობიაშვილი ჯიქიაზე: პასპორტს ერთ დღეში გავუკეთებდით თუ ჩამოვიდოდა


ლექსო ნაბახტეველი სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 31 /
რის აჟიოტაჟი, რა აჟიოტაჟი? ალბათ ჟურნალისტებმა შეეკითხენ და მათაც უპასუხეს. ზოგიერთს კი ქუჩაშიც არ გაგივლია, სკოლაშიც ოროსანი იყო, აზრზე არ არის რაზეა ბაასი. ჩიხურაში თამაში კი არაო, არამედ ნაკრებიოოო. აი იაშკას და კობის ნაკრებში არ ჩამოსვლას ან უჯიგროდ თამაშს ვერავინ დაწამებს.
alexandre
11:55 26-04-2017
0
ფეხბურთის ფედერაცია რა შუაშია ფეხბურთელის გაზრდასთან ამდენი აკადემიებია და ქვეყნის ფულს რო ჭრიან გაზარდონ მაგათმა აპა რისთვის ააქვთ სკოლები გახსნილი მარტო მაყუთის საშოვლელად.დდ ოეე
qutaiseli
10:57 26-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული