ეროვნული ლიგა. XII ტური: კაპანაძის მაკრატელა და "ტორპედოს" გამარჯვება "კოლხეთთან" [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 13 მაისს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ერთი მატჩი გაიმართა. ფოთის "კოლხეთი" ქობულეთში, "ჩელე არენაზე" ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

ანგარიში მატჩის 28-ე წუთზე ულამაზესი მაკრატელა დარტყმით თორნიკე კაპანაძემ გახსნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტაიმის მიწურულს კაპანაძემ დუბლი გაიფორმა და "ტორპედო" შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. 53-ე წუთზე საკუთარ კარში ბურთი ვარლამ კილასონიამ ჩაჭრა. საბოლოოდ, 3:0 ქუთაისელთა სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ ფოთელებს ამ მატჩში ცვლილება არ გაუკეთებიათ. საქმე იმაშია, რომ მათ სათადარიგოთა სკამზე ერთი ფეხბურთელი ჰყავდათ და ისიც - მეკარე, ნიკა შერმადინი.

ამგვარად, "ტორპედოს" 22 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, "კოლხეთი" კი 10 ქულით კვლავ მეცხრეა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გოგონაია არის გუნდის კაპიტანი ,გაბრაზებულმა არ იტამასა ისმის კი...ვა რატომ .
fan
14 მაისი 2017 08:05
0
COCOHAIAM IUKADRISA ZAMEHASI KOPHA DA AR ITAMASA. RA UHDA DAARTKWA AM SAKZIELS VER GAMIGIA. GUHDIS GALATI ......
KOLXA
14 მაისი 2017 00:39
0
სად ყავტ დუბლები
123
13 მაისი 2017 23:08
0
ვერ გამიგია ამ ხალხის, მხოლოდ ერთი მოთამაშე ყავდა კოლხეთს სათადარიგოთა სკამზეო. აიღე და დუბლებიდან შეიტანე განაცხადში ახალგაზრდები შე მამაცხონებულო. არც დასაცინი გახდები და ახალგაზრდებიც გამოცდილებას მიიღებენ.
ქომაგი
13 მაისი 2017 20:08
0

სიახლეები პოპულარული