ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

7 ივნისს, 20 საათზე საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.

11 ივნისს, 19 საათზე (თბილისის დროით 20 საათზე) ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ქალაქ კიშინიოვში, მოლდოვის წინააღმდეგ გამართავენ.

ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში 25 ფეხბურთელია გამოძახებული, მათ შორის 3 ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ლიგას წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("მორეირენშე", პორტუგალია),
როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე ("ესბიერგი", დანია), უჩა ლობჟანიძე ("ატირაუ", ყაზახეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", რუსეთი), ჯემალ ტაბიძე ("ურალი", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ნეფთჩი", აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), ლაშა დვალი ("ირტიში", ყაზახეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი ("დიოშგიორი", უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი)

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ნიკა კაჭარავა ("ეთნიკოსი", კვიპროსი), ბაჩანა არაბული ("დინამო", თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე ("ორენბურგი", რუსეთი), გიორგი არაბიძე ("შახტარი", უკრაინა)

ვლადიმირ ვაისმა ასევე ის 7 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ომარ მიგინეიშვილი ("სამტრედია", სამტრედია), გიორგი ქიმაძე ("ტორპედო", ქუთაისი), თეიმურაზ შონია ("დინამო", ბათუმი), საბა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), ჯაბა ჯიღაური ("ვარდარი", სკოპიე), ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი", თბილისი), დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია)

საკლუბო მატჩებში მიღებული ტრავმების გამო უახლოეს ორ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს გიორგი ქვილითაია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებლად თბილისში 2 ივნისიდან შეიკრიბება. ის ფეხბურთელები, რომლებსაც შეკრების დაწყების დროს საკლუბო მატჩები აქვთ დაგეგმილი, ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან.
მკითხველის კომენტარები / 30 /
კუნძულებია ანტილიაში. 56 000 მცხოვრები. შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე - 10 143 ამერიკული დოლარი. ფიფას რეიტინგში 98-ე ადგილზე არიან.
gg-ს
25 მაისი 2017 17:06
0
აუ დვალიშვილზე მეც მაგრად ვიხალისე მაგის გვარი რო წავიკითხე:))) ტიპი სიიდან არ იშლება:)))
:)))
25 მაისი 2017 17:04
0
და აი მაგ სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებმა არ მოგვიგოს თორე სასწაული მერე ნახეთ
jaba
25 მაისი 2017 17:00
0
ლობჟანიძე მართლა მოვისაკლისე სერბეთთან... რომ ეთამაშა იქნებ ის პენალტიც არ წაგვეღო გასახდელში...
Irakli apkhaidze
25 მაისი 2017 16:58
0
ნუ შეჭამეთ ეს ლობჟანიძე ვლანძღეთ ვლანძღეთ მეც მათ შორის და და დააყენა კაკაბაძე მან კი ისეთები აკეთა დიდ წილათ მაგის ბრალი იყო წაგება
დავრწმუნდი რომ უკეთესი ვარიანტი ამ ეტაპზე ვიდრე ლობჟანიძეა არ გვყავს
და მოვეშვათ ლანძღვას და მხარი დაუჭიროთ ნაკრებს აი დვალიშვილზე კი რა ვთქვა ალბათ არარის იმ ასაკში რომ ავანსები გავცეთ და გოლებს ეს ვერ იტანს ვერ ვხედავ მის გამოძახებაში აზრს
live
25 მაისი 2017 16:55
0
დვალიშვილი აბსოლუტურად ზედმეტია,ჯობდა საბა ლობჟანიძე მიეწვია.რაც შეეხება უჩას,ხოჭოლავას არყოფნის პირობებში შეიძლება გამოგვადგეს.წარმატებები ნაკრებს,მჯერა მოლდოვას დავამარცხებთ!
Alex.F.
25 მაისი 2017 16:54
0
დვალიშვილს და უჩას იმენნა გამაზული აქვთ, სხვა ლოგიკა არაა. ტიპები სულ ნაკრებში არიან
გგგგგგგგგგგგგ
25 მაისი 2017 15:59
0
გთხოვთ იქნებ გამარკვიოთ სენტ კიტსის და ნევისის ნაკრები რა არის რა ქვეყანაა მართლა არ გამიგია. ისე შემადგენლობას არა უშავს. წარმატებები ბიჭებს
gg
25 მაისი 2017 15:55
0
რა გახდა ეს დვალიშვილი, ამოდენა კარგი ბიჭები არიან. თუ გამოცდილებაშია საქმე, ვათამაშოთ გუცაევი, მაგაზე კარგად იტამაშებს ეხლაც. სხვა მხრივ კარგი შემადგენლობაა, ორივე თამაში უნდა მოვიგოთ.
ფაშა ძლიერი
25 მაისი 2017 15:53
0
ებრალიძე და ბერიძეც უნდა გამოეძახა.
goga
25 მაისი 2017 15:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული