გიორგი მერებაშვილი: ეროვნულ გუნდში გამოძახება შვებულებაზე სასიამოვნოა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში კვლავ უხმეს პლოცკის "ვისლას" შემტევ გიორგი მერებაშვილს.

- ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

მერებაშვილი ბოლოს კახა ცხადაძემ 2015 წლის 11 ოქტომბერს გერმანიასთან სტუმრად გასამართი მატჩისთვის გამოიძახა. გიორგის იმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, მას მერე კი ნაკრებში აღარც გამოუძახებიათ.

ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით მერებაშვილმა Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

"ნაკრებში გამოძახება ჩემთვის მოულოდნელი იყო. მძიმე სეზონის შემდეგ ოჯახთან ერთად დასვენებას ვგეგმავდი, თუმცა ნაკრებში
გამოძახებაზე უფრო სასიამოვნო შვებულება ნამდვილად ვერ იქნებოდა. ვეცდები, თავი საუეთესოდ წარმოვაჩინო და ნაკრებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

ორივე მატჩი მოსაგები გვაქვს და გულშემატკივრის გასახარად თავს არ დავზოგავთ.

ჩემს მომავალთან დაკავშირებით კი ჯერ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. მოგეხსენებათ, "ვისლასთან" კონრაქტი ორი წლით გავახანგრძლივე და თუ რომელიმე კლუბს ვენდომები, მან სანაცვლოდ 100 000 ევრო უნდა გადაიხადოს.

დღეისთვის, პოლონეთის რამდენიმე კლუბს ვუნდივარ და მათთან მოლაპარაკებიც მიმდინარეობს", - გვითხრა მერებაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს, 20 საათზე საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.

11 ივნისს კი ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ქალაქ კიშინიოვში, მოლდოვის წინააღმდეგ გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა შენ იცი გიო
tamazino
26 მაისი 2017 21:40
0
ძალით გამოაძახებინა თავი :)))
odala
26 მაისი 2017 17:16
0
წარმატებას ვუსურვებ გიორგის.ადრე თითქოს ამოვარდნილი იყო ხოლმე ნაკრებიდან,იმედია ახლა კარგად ჩაჯდება მექანიზმში.
სოსო
26 მაისი 2017 15:21
0
ნამდვილად კარგ ფორმაშია და ღირსი იყო გამოძახების.წარმატებები გიორგი.
კახა ქირია
26 მაისი 2017 14:57
0
მეეჭვება ამან რაიმე გააკეთოს...
status quo
26 მაისი 2017 13:28
0
კაია, ცოტა უკნიდან უნდა ათამაშოს კრაიზე. ნახევარდაცვას გააძლიერებს. მეგობრებო მითხარით რა ძმურად ლიპარტიას აქვს თუ არა ქართული პასპორტი და თუ აქვს რატომ არ იძახებენ, ბიჭი იმენა მაგარ ფორმსშია და მაგის დამსახურებაცაა ზორიას წარმატებები. ეგ ჯგუფურ ეტაპსაც დაძლევს და უფრო წინაც წავა და რატო არაა ნაკრებში ვერ ვხვდები. მიპასუხეტ გთხოვთ
ვასო
26 მაისი 2017 13:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული