ქეცბაიამ სახორვატიო სია გამოაქვეყნა

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის გუშინდელი ინფორმაციით ცნობილი გახდა იმ მოთამაშეთა ვინაობა, რომლებიც 26 მარტს, საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩისთვის მოემზადებიან.

ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას შერჩეული 23 ფეხბურთელის სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი", საქართველო)

მცველები: კახა ალადაშვილი, გიორგი ხიდეშელი (ორივე - "ზესტაფონი"), კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი ("რედინგი", ინგლისი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ლაშა სალუქვაძე ("ვოლგა", რუსეთი), აკაკი ხუბუტია ("გაზ მეთანი", რუმინეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი",
რუსეთი), დავით კვირკველია ("პანიონიოსი", საბერძნეთი).

ნახევარმცველები: გოგიტა გოგუა ("ვოლგა", რუსეთი), მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), ჯაბა კანკავა ("კრივბასი", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), სანდრო გურული ("კარპატი", უკრაინა).

თავდამსხმელები: მათე ვაწაძე, ოთარ მარცვალაძე (ორივე - "ვოლგა", რუსეთი), ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია), დავით სირაძე ("სპარტაკი" ნალჩიკი, რუსეთი), ლადო დვალიშვილი ("მაქაბი", ისრაელი).

როგორც ხედავთ, სომხეთის ნაკრებთან გამოძახებულთა სია თითქმის უცვლელია. ტრავმის გამო შეკრებაზე ვერ გამოცხადდება დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" მცველი უჩა ლობჟანიძე. ამჯერად ქეცბაიამ აღარ უხმო თბილისის "დინამოს" მცველ ლევან კაკუბავას და სერბული "ვოევოდინას" შემტევ ნახევარმცველ გიორგი მერებაშვილს. სიახლე კი ნაკრებში "ზესტაფონის" მცველების, კახა ალადაშვილისა და გიორგი ხიდეშელის გამოჩენაა.





.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული