- საქართველო-სტ.კიტსი და ნევისი 3:0 - შეცვალე და მოიგე! [VIDEO]
"დღეს ვერ ვაჩვენეთ ის ფეხბურთი, რომელიც გვსურდა. ეს რამდენიმე ფეხბურთელის ფორმაში არყოფნამ გამოიწვია.
ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. პირველ ტაიმში ნიკა კვეკვესკირს, ნიკა კაჭარავას, ვაკო ყაზაიშვილს დაღლილობა ეტყობოდათ, რაც თამაშის საერთო ხარისხზე იმოქმედა. ჩვენი მეტოქე არ იყო მაღალი დონის და მეორე ტაიმში ისინიც გადაიღალნენ, რასაც შეცდომები მოყვა, რომელიც გამოვიყენეთ.
არაბიძისნაირი ინდივიდუალისტები ასეთ
ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, პირველად ითამაშა გიორგი მერებაშვილმა. მას, ისევე როგორც ყველა ქართველ ფეხბურთელს, ბურთთან დაშორება არ უყვარს. დღეს მან ბევრი იმუშავა, ბევრს ეცადა და მისით კმაყოფილი ვარ, თუმცა მე-15 წუთზე გოლი რომ გაეტანა, მეტოქე გაიხსნებოდა და თამაში სულ სხვანაირად წარიმართებოდა.
გეთანხმებით იმაში, რომ კვლავ გვიჭირს მომენტების გამოყენება. გულშემატკივარი ხედავს, რომ პრაქტიკის არმქონე ფეხბურთელები ძალიან სუსტად გამოიყურებიან. ეს განსაკუთრებით ვაკო ყაზაიშვილზე ითქმის. მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ, მაგრამ ბოლო სამი თვის განმავლობაში მან "ლეგიაში" მხოლოდ 30 წუთი ითამაშა. ეს ხომ სასაცილოა...
მოლდოვას თამაშები ვნახე, ძალიან კარგად იცავენ თავს და თუ იქ გამარჯვება გვსურს, შეცდომები დროულად უნდა გამოვასწოროთ.
დღეს განაცხადში არ იყვნენ ჯანო ანანიძე და ვაკო გვილია. მათ მცირე დაზიანებები ჰქონდათ და დღეს ვერ გავრისკე მათი დაყენება, თუმცა მოლდოვაში ორივე მოდის. ბევრი ფეხბურთელია ტრავმირებული, ნახევარი გუნდი არ გვყავს, ამიტომ გარკვეული კორექტივების შეტანა მომიწევს თერთმეტეულში", - თქვა ვაისმა.