10:34 08-06-2017
მეტოქე: მოლდოვის ნაკრებმა ისრაელში კინაღამ მოიგო [VIDEO]
AutoSharing Option
პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ნეთანიაში გამარჯვებასთან უფრო ახლოს აუტსაიდერი მოლდოვა იყო, ვიდრე ფავორიტი ისრაელი.
ანგარიში 51-ე წუთზე რადუ გინსარიმ გახსნა, ებრაელებმა კი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში, 11-მეტრიანით აღადგინეს წონასწორობა.
ისრაელის ნაკრებმა ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშა, მაშინ, როცა იგორ დობროვოლსკის გუნდს, რომელმაც ორგანიზებული ფეხბურთი აჩვენა, ალექსანდრ გაცკანი აკლდა (ვერც ჩვენებთან მატჩში დაეხმარება გუნდს).
მოლდოველთა თამაშში არ იყო იმპროვიზაცია, მაგრამ იყო საიმედოობა და პრაგმატიზმი.
დობროვოლსკიმ ეს შემადგენლობა ათამაშა: ნამაშკო (46. პაშენკო), ბორდიანი, ბოლოჰანი (68. რაკუ), პოსმაკი, კარპი (77. კოჟოკარი), დედოვი, ანტონიუკი (90. გრაური), კუჩუკი (77. ბუგაევი), ციგირლაში, ანტონი (66. ჩებოტარუ), გინსარი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული