
კიშინიოვში მყოფ ქართველ ჟურნალისტებთან ვარჯიშის დასრულების შემდეგ გურამ კაშიამ ისაუბრა.
"დანაკლისი დიდია, მთლიანი წინა ხაზი ტრავმირებულია, ბოლო თამაშში რამდენიმე ფეხბურთელმა თავი გამოიჩინა და როგორც მწვრთნელს, ისე ფეხბურთელებს - მათი იმედი გვაქვს. დროა სამი ქულა ავიღოთ და ამისთვის ვემზადებით", - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვასა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი დღეს 11 ივნისს ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.
- მოლდოვა
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით