მ/ჩ. შესარჩევი: საქართველომ მოლდოვას 0:2 "ამოუქაჩა" და ქულა მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
11 ივნისს, კიშინიოვში, საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებებს შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მასპინძლებმა გატანა მე-12 წუთზევე შეძლეს, თუმცა არბიტრმა გოლი არ ჩათვალა, რადგან თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

ამის მიუხედავად, მოლდოველებმა წინ გასვლა მაინც შეძლეს. სულ რაღაც სამ წუთში მეტოქემ საჯარიმო დარტყმიდან ჩაწოდებული ბურთი გოლად აქცია. გატანილი გოლის ავტორი რადუ ჯინსარი გახდა.

36 წუთზე ალექსანდრ დედოვმა უპირატესობა ორამდე გაზარდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ პასის გაკეთების მომენტში ბურთმა მოედნის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ მსაჯებმა ეპიზოდი ვერ
შეამჩნიეს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო თამაში. შეცვლაზე შემოსულმა გიორგი მერებაშვილმა კი 65-ე წუთზე ნიკა კაჭარავას პასის შემდეგ, გოლის გატანა მოახერხა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

70-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა! გოლის გატანა კვლავ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა შეძლო – ამჯერად თავი ვაკო ყაზაიშვილმა გამოიჩინა.

79-ე წუთზე ჩვენს კართან მცირე არეულობა შეიქმნა, მეკარის ფუნქცია ნიკა კვეკვესკირმა ითავა და მოლდოველი ფეხბურთელის დარტყმული თავით მოიგერია.

84-ე წუთზე ქართველების შეტევას გიორგი არაბიძის სახიფათო დარტყმა მოჰყვა, მაგრამ მეტოქის კარი ხარიხამ იხსნა.

- საქართველოს ნაკრების გოლები მოლდოვას კარში [VIDEO]

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს 3 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში კვლავ ბოლოს წინა ადგილზეა, ბოლო კი მოლდოვაა 2 ქულით.
მკითხველის კომენტარები / 54 /
დიახ არის პროგრესი, მე პირადად თბილისში მოლდოვასთან მატჩზე უფრო დღევანდელი მეორე ტაიმი მომეწონა. ნელ-ნელა მივიწევთ წინ, პირველი ტაიმის სათამაშო სქემა იყო ცოტა უცნაური და ამან არია გუნდი, მწვრთნელების ცვლაში არაა გამოსავალი, მთავარია მწვრთნელმა და გუნდმა გაუგონ ერთმანეთს.
ლაშა
23:45 11-06-2017
0
დღევანდელმა თამაშმა აჩვენა რომ ამ კაცმა არ იცის სასტავის დაყენება ვერ იყენებს წესიერად იმათ, ვინც ყავს.ეხლა დაიწყებს თავის მართლებას.სხვა სასტავით ვარსკლა ებს არ მოწყვიტავდნენ,მაგრამ 2:0არა მგონია ამოსაქაჩი ქონებოდეთ
კახა ქირია
23:45 11-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული