- როგორ შეაფასებდით თამაშს ?
- რთული თამაში იყო, რომელშიც ორივე გუნდს გამარჯვება სურდა. სატურნირო ცხრილში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ სამი ქულა გვჭირდებოდა; იგივე სურვილი ჰქონდა მოლდოვასაც. ფრე კარგი შედეგია, რადგან 0:2-ს ვაგებდით და ასეთი მატჩის დროს ორი გოლის გატანა კარგია ჩვენთვის.
- როგორ ფიქრობ, ფრე დაიმსახურეთ?
- რა თქმა უნდა, დავიმსახურეთ! ორი გატანილი გოლის შემდეგ გვქონდა რამდენიმე კარგი მომენტი და მინიმუმ კიდევ ორი გოლი უნდა გაგვეტანა. მეტსაც ეგტყვით, მოგება
- მოლდოვის ნაკრებში არ თამაშობდნენ ლიდერები - ალექსანდ გაცკანი და არტურ იონიცე. ამის შესახებ იცოდით?
- თქვენ იცით, ძირითადის რამდენი ფეხბურთელი გვაკლდა? არა? ძირითადის 7 ფეხბურთელი არ გვყავდა. ამიტომ თქვენი ლიდერების არყოფნა ჩვენთვის უპირატესობა არ იყო.
ტრავმები ფეხბურთის ნაწილია. ჩვენც შეგვიძლია იმის თქმა, რომ ძირითადის 7 ფეხბურთელი არ გვყავდა და ეს თქვენთვის უპირატესობაა და ისინი რომ ყოფილიყვნენ, წააგებდით, მაგრამ ჩვენ ასე არ ვამბობთ, რადგან ამაზე არ ვფიქრობდით და მხოლოდ ფეხბურთს ვთამაშობდით.
- მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]
სერიოზულად გეუბნები...