ხორვატია საქართველოს სპლიტში უმასპინძლებს

AutoSharing Option
ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსთან ადრიატიკის ზღვის საპორტო ქალაქ სპლიტში ჩაატაროს.

ხორვატიის ნაკრები საშინაო მატჩებს, ჩვეულებრივ, ქვეყნის დედაქალაქ ზაგრებში "მაქსიმირ სთედიუმზე" ატარებს, თუმცა ამჯერად ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია შეხვედრას სპლიტში გადაიტანს, რათა იქაურ ფანებს ასიამოვნოს.

საქართველოსთან მატჩი 4 ივნისსაა დანიშნული, თუმცა სპლიტიდან ჯერჯერობით რეაქცია არ ჩანს, შესაძლოა ფეხბურთის მრისხანე ფანებს უფრო ძიერი მეტოქის მასპინძლობა სურდათ, ვიდრე საქართველოს ნაკრებია.


მომზადებულია croatiantimes.com-ის მიხედვით



.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერე ეხა რო მოუგებთ გავახარებთ ძლიერი ნაკრები ჩამოდისო :)
kutaisiii
10:41 18-03-2011
0

სიახლეები პოპულარული