საქართველო-ხორვატიის მატჩზე ბილეთები 20 მარტიდან გაიყიდება

AutoSharing Option
26 მარტს გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩზე, საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებ გუნდებს შორის დასწრების მსურველ გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ ბილეთების გაყიდვა დაიწყება 20 მარტს, დილის 11 საათიდან.

ბილეთების შეძენა შეგეძლებათ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის სალაროებში. ასევე, "მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროში. ქალაქში იმოძრავებს სფფ-ს მოძრავი სალარო - მანქანაც. კვლავ ძალაშია სასაჩუქრე მაისურების აქციაც, - ყოველ შეძენილ 5 ბილეთზე, გადმოგეცემათ 1 მაისურა - "გახდი მეთორმეტე".

აქვე, გთავაზობთ მოძრავი სალაროს ქალაქში გადაადგილების გრაფიკს:

20 მარტი - მეტრო "ვარკეთილი" (11- დან 18 საათამდე)

21 მარტი - მეტრო "ვარკეთილი" (11- დან 18 საათამდე)

22 მარტი - მეტრო "ახმეტელი" (11- დან 18 საათამდე)

23 მარტი - მეტრო "ახმეტელი" (11- დან 18 საათამდე)

24 მარტი - მეტრო "ახმეტელი" (11- დან 18 საათამდე)

25 მარტი - სააკაძის მოედანი, ტექნიკურ უნივერსიტეტთან (11- დან 18 საათამდე).

26 მარტს, ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ეროვნული სტადიონის სალაროებში, საღამოს 6 საათამდე. 18:00- ის შემდეგ, ბილეთების გაყიდვა შეწყდება.

შეგახსენებთ, რომ ბილეთების ფასია 5, 7, 10, 20 და 30 ლარი. ყველა ზემოთმითითებული სალარო იმუშავებს დილის 11- დან საღამოს 6 საათამდე.


სფფ-ს პრესსამსახური



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული