დავით სირაძე: ხორვატებსაც ბოლო წუთზე რომ გავუტანო, გეწყინებათ?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი დავით სირაძე ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება. ცხადია, საშინაო შეხვედრაში გულშემატკივარს თავდამსხმელების ეიმედება: ლადო დვალიშვილი და ალექსანდრე იაშვილი კლუბებში საკმაოდ შედეგიანად თამაშობენ, ნალჩიკის “სპარტაკის” ფორვარდი სირაძე კი ნაკრებში მნიშვნელოვანი გოლების ბოლო წუთებზე გატანას დაეჩვია.

ამასწინდელ ინტერვიუში დათომ გვითხრა, რომ თამაშამდე მეტოქეთა მცველებზე ინფორმაციებს ეცნობოდა. ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს, რას ფიქრობს 26 მარტის მატჩზე “ბოლო წუთის” კაცი.

- ხორვატიის ნაკრების მცველთა თამაში თუ შეისწავლე?
- ჯერ არც ვიცით, მოედანზე ვინ გამოვა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს.
ძლიერი მეტოქეა და ძლიერი მცველებიც ჰყავს. მათზე და მთლიანად ნაკრებზე წარმოდგენა ისედაც მქონდა, რადგან ხორვატთა თამაშები ბევრჯერ მინახავს.

- მათ შორის რომელ მცველს გამოარჩევდი?
- შიმუნიჩი დაცვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ფლანგებზეც ძლიერები ჰყავთ. საერთოდ, ყველა რგოლში კარგად დაკომპლექტებული ნაკრებია.

- რუსეთის პრემიერლიგის ორ ტურში ნალჩიკის “სპარტაკში” მხოლოდ ერთხელ გათამაშეს და ისიც შეცვლაზე. მიზეზი რა იყო?
- სომხეთის ნაკრებთან კუნთი რომ დავიჭიმე, ამის გამო მთელი ერთი კვირა გამიცდა და საკონტროლო შეხვედრებიც გამოვტოვე. მერე ჩემპიონატიც დაიწყო და ვერ ვითამაშე, “სპარტაკმა” კი პირველი ტურში მოიგო. ასეთ დროს მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიან და მწვრთნელის მესმის.

მეორე ტურში ეშტრეკოვმა შეცვლაზე მათამაშა, თუმცა, ვიცი, რომ მენდობა და მჯერა, შემდეგ ტურებში ძირითადში დამაყენებს. ახლა კარგად ვარ, კუნთი აღარ მაწუხებს და ფორმაში შევდივარ.

- ხორვატიის ძლიერ ნაკრებს ბევრი გრანდი გაუმწარებია. გულახდილად თქვი, ასეთი
მეტოქის არ გეშინია?
- ნაღდად არ მეშინია. პირიქით, მეც და სხვებიც ძალიან მონდომებულები ვართ, გულშემატკივარი რომ გავახაროთ. მიზნის მიღწევაში სავსე სტადიონი დაგვეხმარება და, იმედია, ხალხი მოვა.

- ჩვენც გვაქვს იმედი, რომ გაიტან და ამ სიამოვნებას ბოლო წუთისთვის არ “შეინახავ”.
- ჯერ ისიც არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა. წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება, ხორვატია მსოფლიოს საუკეთესო გუნდების ათეულშია, მაგრამ იმედი მაინც გვაქვს. ისე, ბოლო წუთზე რომ გავიტანო, ცუდი იქნება?





.
მკითხველის კომენტარები / 7 /
დავით შენ რო ეგ ქნა ხალხი გაგაღმერთებს მალტასთან რო ამბავი იყო მთელი სტადიონი რო ყვიროდა სირაძეს ეხლა რაღა იქნება
gio93
12:30 24-03-2011
0
ოღონდ შენ ეგ ქენი და როცა გაგიხარდება მაშინ გაიტანე არაა პრობლემა )))))
aleko
14:38 24-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული