სლავენ ბილიჩი: თამაში ქართველების ნახევარზე უნდა წარვმართოთ

AutoSharing Option
თბილისში გამომგზავრებამდე სლავენ ბილიჩმა ბოლო პრესკონფერენცია გამართა და ყურადღება იმაზე გაამახვილა, თუ როგორი ტაქტიკითა და შემადგენლობით აპირებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშს.

არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ხორვატიის ეროვნული გუნდის თავკაცი უპირატესობას შემტევ სტილს მიანიჭებს.

“ყველაფერი ნათელია. თბილისშიც ის უნდა გავაკეთოთ, რაც ყველაზე უკეთ გამოგვდის - ბურთზე კონტროლი უნდა დავაწესოთ და თამაში მოწინააღმდეგის ნახევარზე უნდა გადავიტანოთ. თუ ამას შევძლებთ, ჩვენი გამარჯვება გარდაუვალი იქნება. ოპტიმიზმით სავსე და წარმატებაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ მეტოქე ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არა არის”, - აცხადებს ბილიჩი.

მას თბილისური მატჩისთვის
სავარაუდო ძირითადი შემადგენლობის დასახელება სთხოვეს, რაზეც ხორვატიის ნაკრების დამრიგებელმა მიუგო, რომ სასტარტო თერთმეტეული ჯერ არ შეურჩევია. მისი თქმით, ძირითადში მოხვედრის რეალური შანსი 14-15 ფეხბურთელს აქვს და გადაწყვეტილებას თბილისში მიიღებს.






.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბანერი არის!!! უნდა გავჭიმოთ აღმოსავლეთის ტრიბუნაზე, მეორე იარუსის ბალკონზე ცენტრში თამაშის დღეს.
ზუსტად ჰიმნების მერე და თამაშის დაწყებამდე. 1 სრული წუთი!
ზუსტად ჰიმნების მერე: დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე!..
1 სრული წუთი არ ვჩერდებით.

დღეს 17:00, ანუ 5 საათზე ვესწრებით ნაკრების ბოლო ვარჯიშს. გავამხნევოთ ბიჭები. საქართველო!!!
da tu
15:20 25-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული