კახა კალაძე: თავისუფლება უდანაშაულოდ დაპატიმრებულ გიორგი დემეტრაძეს!

AutoSharing Option
"თავისუფლება უდანაშაულოდ დაპატიმრებულ გიორგი დემეტრაძეს” - ასეთი მოწოდება და განცხადება გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუკზე” 15 საათსა და 02 წუთზე გაავრცელა.

განცხადება რომ ნამდვილად კახას ეკუთვნის, ეს ფეხბურთელის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს.

კახა კალაძე: "მივმართავ ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, თანამემამულეებს: ვფიქრობ დგება დრო, როდესაც უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფალთ, მეტი გამჭვირვალობა, დემოკრატიის შუქურად წოდებულ ქვეყანამ უკანასკნელ წლებში, აშკარა რეგრესი განიცადა ამ თვალსაზრისით, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანებს გვიწევს საუბარი კოდირებულად, ფარულად. არსებობს შიშ
ის სტერეოტიპი, რომელიც დასამსხვრევია და ის პირველ რიგში თითოეულმა ჩვენგანმა შინაგანად, თავის თავში უნდა გაანადგუროს!

მთელი ცხოვრება ვიბრძოდი ჩემი ქვეყნისთვის, მინდორსა თუ მის გარეთ, არასოდეს შევშინებივარ სიძნელეებსა და გამოწვევებს. ყოველთვის მჯეროდა, რომ სამართლიანობა ადრე თუ გვიან იზეიმებდა, რომ ქვეყანაში კანონი ადრე თუ გვიან იკანონებდა და არ იქნებოდა კანონის ორმაგი სტანდარტებით გაგება და გამოყენება.

თუმცა გუშინ, რეფორმირებულმა ქართულმა სასამართლომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით მორიგი ტესტი ვერ ჩააბარა! ჩვენი ქვეყნის ასიათასობით მოქალაქეთა მსგავსად მეც ვფიქრობ, რომ გიორგი დემეტრაძის საქმე თავიდან გადასახედია, თავიდან შესასწავლია თითოეული დეტალი...

აღნიშნულმა ვერდიქტმა საზოგადოების უნდობლობა დაიმსახურა...ადამიანების ბედით ასე არ უნდა თამაშობდნენ! უამრავი ადამიანი გვირეკავს გიორგის მეგობრებს, გვხვდება სხვადასხვა სახის მხარდამჭერი განცხადებები სოციალურ ქსელში. სასამართლოს დასრულებამდე მქონდა მიზერული, მაგრამ მაინც იმედი, რომ ქართული თემიდას სასწორი უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანის სასიკეთოდ გადაიხრებოდა... თუმცა ამაოდ...

მტკიცედ მჯერა, რომ გიორგი დემეტრაძე უდანაშაულოა და ჩვენ მისი მეგობრები და მისი ნიჭის დამფასებელი მრავალათასიან გულშემატკივართა არმია ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით! გვჯერა, სამართალი პურს ჭამს და სამართლიანობა გაიმარჯვებს!"






.

 

მკითხველის კომენტარები / 13 /
კახა, ჯიგარი ხარ! დემე, შენთან ვართ.
დრო ჯერ კიდევ არის და იქნებ ბანერიც მოვასწროთ. 100 ლარი უნდა 2მX3მ.
გამოხმაურებები თუ კიდე იქნა დილამდე, შევიკრიბოთ 12.00 რომელიმე პოლიგრაფიულთან. მისამართები მაქვს და სურათის ელექტრო ვერსიაც. 1 დღეში გააკეთებენ. ბანერისთვის საუკეთესო ადგილია აღმოსავლეთის ტრიბუნის მეორე იარუსის ბალკონზე, ცენტრში. თან სულ კადრში იქნება. ოღონდ, პრობლემა ისაა, რომ ყველა მანდ ვერ დავსხდებით და ბანერს, შესაძლოა, დაცვაც დაჭირდეს. რო გავაკრათ და ჩვენ-ჩვენ ადგილებზე წავიდეთ, შესაძლოა, მოხსნას ვინმე დედანათრევმა.
რაც შეეხება სკანდირებას: სტადიონის ტერიტორიაზე შესვლისთანავე ყველას ვაცნობოთ: ზუსტად ჰიმნების მერე და თამაშის დაწყებამდე. პრაიმ თაიმია, ასე ვთქვათ.
1 სრული წუთი!
ახლავე ვიწყებთ ინფორმაციის გავრცელებას. ზუსტად ჰიმნების მერე: დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე!..
1 სრული წუთი არ ვჩერდებით.
dato
02:48 25-03-2011
0
მე ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ - თუ უდანაშაულოა, უნდა გათავისუფლდეს, თუ დამნაშავეა - უნდა დაისაჯოს იმის მიუხედავად თუ რა დამსახურება აქვს. წარსული დამსახურება მხოლოდ შემარბილებელი გარემოება შეიძლება რომ იყოს და არა სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების საფუძველი. კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს! წინააღმდეგ შემთხვევაში ნორმალური სახელმწიფო არასოდეს გვექნება, და შესაბამისად ფეხბურთში წარმატებებიც გამორიცხული იქნება.
Toko
11:33 25-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული