ლაშა დვალიშვილმა დემეტრაძის საქმეზე ნაკრების შესაძლო პროტესტს აბსურდი უწოდა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა დვალიშვილმა რადიო "პალიტრასთან" ინტერვიუში ქართველ გულშემატკივრებში გავრცელებულ ხმებს, თითქოს ხორვატიასთან ხვალიდნელ მატჩში ჩვენი ნაკრები დემეტრაძისთვის სოლიდარობის ნიშნად მოედანზე არ გავა, სრული სისულელე უწოდა.

"ეს სრული აბსურდი, სისულელე და იდოტიზმია. ასეთი რამ მსოფლიო პრაქტიკაში არასდროს ყოფილა", - განაცხადა დვალიშვილმა.

კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს გიორგი დემეტრაძისთვის 6-წლიანი პატიმრობის განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, პრესმდივანმა აღნიშნა: "რა პოზიცია უნდა გვქონდეს? ძალიან ვწუხვართ, რომ ასე მოხდა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა ,მზეზე' დვალიშვილთან ლაშა თაბაგარმა თქვა, კალაძეს ვეთანხმებიო, დემეტრაძის სამე გადასახედიაო და იქ ბევრი რამეა თეთრი ძაფით ნაკერიო, რაზეც ლაშა დვალიშვილმა უპასუხა, კიო, აბსოლუტურად გეთანხმებიო.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული