სანდრო გურული დაშავდა, მაგრამ გამოგვაკლდა?

AutoSharing Option
ხორვატებთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები "ბორის პაიჭაძეზე" ბოლო ვარჯიშს ატარებდა, ლვოვის "კარპატის" შემტევი ნახევარმცველი სანდრო გურული დაშავდა და დღეს მისი თამაში საეჭვოა.

არადა, ვარჯიშის ბოლოს, ორკარა რომ მთავრდებოდა, შეტევისას გურულს ალეკო ამისულაშვილი შეეჯახა და მოედნიდან ნაკრების მასაჟისტის, როლანდ ხვადაგიანის დახმარებით გავიდა. ხვადაგიანის თქმით, სანდროს კოჭი ეტკინა, მაგრამ თემურ ქეცბაიას დღეს დილით ეცოდინება, შეძლებს თუ არა თამაშს გურული.

ეროვნული ნაკრების გუშინდელი ვარჯიში ჩვეული განრიგით მიმდინარეობდა, მაგრამ კვადრატების შემდეგ კომბინაციები აღარ დაუმუშავებიათ და პირდაპირ ორკარაზე გადავიდნენ. ეტყობა, ქეცბაიამ
გაითვალისწინა, რომ სტადიონზე ხორვატებიც იმყოფებოდნენ.

ცხადია, ორკარა ჩვენთვის საინტერესო იყო, ვის ათამაშებდა ქეცბაია "ყვითლებში", ანუ ძირითად შემადგენლობასთან მიახლოებულ სავარაუდო გუნდში.

"ყვითლები": რევიშვილი - სალუქვაძე, ხუბუტია, ამისულაშვილი, კალაძე - დაუშვილი, ხიზანიშვილი - გოგუა, იაშვილი, გელაშვილი - დვალიშვილი.

"წითლები": ლორია - ალადაშვილი, კაშია, ხიდეშელი, კვირკველია - მარცვალაძე, კანკავა, კობიაშვილი, გურული - მოდებაძე, სირაძე.

ცხადია, კითხვებს ბადებდა "წითლებში" კობიაშვილის თამაში, მაგრამ ძალიან გვეეჭვება, ძირითადში რომ არ დააყენონ. გურულის დაშავების შემდეგ "ნეიტრალური" ალექსანდრე კოშკაძე "წითლებს" შეუერთდა.

მატჩი კი 1:1 დასრულდა. ანგარიში მშვენიერი საჯარიმო დარტყმით ალექსანდრე იაშვილმა გახსნა - ბურთი ლორიას კარის "ცხრიანში" ჩაეშვა, სამ წუთში კი ირაკლი მოდებაძემ წონასწორობა აღადგინა - 1:1.

შეგახსენებთ, საქართველო-ხორვატიის დაპირისპირება ეროვნულ სტადიონზე 21 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული