ხორვატთა საერთო განწყობა - თბილისში სამი ქულისთვის

AutoSharing Option
სტადიონზე ხორვატ ფეხბურთელებთან გასაუბრება შეუძლებელი აღმოჩნდა, სამაგიეროდ, რამდენიმე მათგანმა მედიასთან კომენტარი თბილისის აეროპორტში გააკეთა. სტუმართა სიტყვებიდან ოპტიმიზმი და თავდაჯერება გამოსჭვივის.

მლადენ პეტრიჩი: "იოლი თამაში ნამდვილად არ გველის, საქართველოს ნაკრებს გულშემატკივართა მხარდაჭერაც გარანტირებული აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, მჯერა, რომ ხორვატია გაიმარჯვებს."

ივან რაკიტიჩი: "თბილისში გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ რაუნდს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდებით და ამიტომაც ამ მატჩის მნიშვნელობა კარგად გვესმის. მეტოქე ხელწამოსაკრავი არ გვყავს, მაგრამ გამარჯვების დიდი იმედი მაქვს."

იოსიპ შიმუნიჩი: "გამარჯვების გარდა, სხვა შედეგი ჩემთვის მიუღებელი იქნება. ხორვატია საქართველოზე ძლიერია,
მეტიც, ჯგუფის ფავორიტია და ეს თბილისშიც უნდა დაამტკიცოს."

დღევანდელ დაპირისპირებაზე თავისი აზრი დავორ შუკერმაც გამოთქვა: "თბილისში სასიამოვნო ამინდი დაგვხვდა და მგონია, რომ თამაშიც კარგი გამოვა. სტუმრად ვთამაშობთ, მაგრამ მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ."


ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული